ირაკლი კობახიძე - პრაქტიკულად, ქრება ყველა სხვა პოლიტიკური პარტია, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას“ საბოტაჟის თამაშში შეყვნენ

"ამ არჩევნების ერთ-ერთი  საინტერესო  შედეგი, უარყოფითი კუთხით იყო ისიც, რომ პრაქტიკულად ქრება ყველა  სხვა პოლიტიკური პარტია.  განსაკუთრებით, ეს პრობლემა  დაუდგა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შეყვნენ  „ნაციონალურ  მოძრაობას“ ამ  საბოტაჟის  თამაშში  საპარლამენტო  არჩევნების  შემდეგ - განაცხადა პარტია ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რადიო ,,იმედის’’ ეთერში.

ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამან განაპირობა მათი მარცხი თვითმმართველობის არჩევნებში. 

"ლელოს“, "გირჩის’’ და „სტრატეგია აღმაშენებლის“  შედეგები  შემცირებულია იმიტომ,  რომ  თავის  დროზე  „ნაცმოძრაობის“ თამაშში  შევიდა თითქმის მთლიანად  ოპოზიციური  სპექტრი. საბოლოო  ჯამში, ზუსტად ამის მსხვერპლი გახდნენ თავადვე.  შევიდნენ ისეთ თამაშში, რომელსაც  ემსხვერპლა მათი რეიტინგები თვითმართველობის არჩევნებში.  ამ საბოტაჟში და სააკაშვილის  თამაშში  შესვლა ყველა ამ პარტიის მხრიდან იყო ძალიან უხეში შეცდომა  და  ამ  შეცდომების  შედეგები  იწვნიეს ადგილობრივი  თვითმართველობის  არჩევნების  მაგალითზე’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის თქმით, თუ ეს პარტიები სწორ დასკვნებს გამოიტანენ  და გაემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას’’, ეს  მათი განვითარების  კარგ საფუძველს  გააჩენს.  

"თუ  გამოიტანენ  სწორ  დასკვნებს და ბოლომდე  გაემიჯნებიან “ნაციონალურ  მოძრაობას“, ამ  შემთხვევაში  ეს  გააჩენს კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ის პარტიები  განვითარდნენ, რომლებიც ჩაეხსნებიან   „ნაცმოძრაობას“ და მას არ  დარჩება მონოპოლია ოპოზიციის  მხარეს. ამაზე არის სამუშაო. მათ შორის, საპარლამენტო  ფორმატიც არის აქტიურად  გამოსაყენებელი იმისათვის,  რომ ჩვენ ჯანსაღი  ურთიერთობები    ჩამოვაყალიბოთ  პოლიტიკურ  სპექტრში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები