ნიკა ჩიტაძე - ხელისუფლება იძულებული იქნება, დათმოს, თუმცა ალბათ, არც ძალიან სწრაფად მოხდება სიტუაციის შეცვლა

გახდება თუ არა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ცვლილებების კატალიზატორი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, რა პერსპექტივა  ელოდება  რუსთავის ციხეში გამოკეტილ ექსპრეზიდენტს  და  მოვლენების განვითარების რა სცენარები არსებობს - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Front News-ს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ესაუბრა. 

- ცხადია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის  საქმეები არის  არა იმდენად სამართლებრივი, რამდენადაც პოლიტიკური შინაარსის. პრემიერ-მინისტრის განცხადებებიც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დევნა არის წმინდა პოლიტიკური საკითხი და ეს შორს არის რეალური მართლმსაჯულებისაგან. 

შეშფოთების საბაბს იძლევა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და ამასთან,  როგორც თქვა, არ აპირებს ექიმების დახმარების მიღებას.

გარდა ამისა, ქვეყანაში მოსალოდნელია ფართომასშტაბიანი აქციები. თუმცა ამ ეტაპზე,  არ მგონია, რომ ხელისუფლება წავიდეს რაიმე დათმობაზე. მას სააკაშვილის ფაქტორი პოლიტიკური ვაჭრობისთვის სჭირდება, ან უბრალოდ სურს, რომ გაწელოს პროცესი, რაც იყო ოქრუაშვილის, გიგი უგულავას, ან გიორგი რურუას  შემთხვევაში. 

საერთო ჯამში, მაინც მგონია, რომ ხელისუფლება იძულებული იქნება, დათმოს. ვფიქრობ, რომ იქნება საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლა. არ მგონია, რომ 6 წელი მოუწიოს სააკაშვილს ციხეში გაჩერება, თუმცა ალბათ, არც ძალიან სწრაფად მოხდება სიტუაციის შეცვლა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის კი აცხადებს, რომ არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, მაგრამ შესაძლოა, მას ეს მოუწიოს. ძალიან საინტერესოა, რომ პოლიციელის მკვლელი შეიწყალა და მაშინ მორალური პრინციპები არ აწუხებდა და როდესაც საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, ვინც ჩამოიყვანა, სხვათაშორის, საქართველოში და ნდობა გამოუცხადა, აცხადებს, რომ მას არ შეწყალებს. ამის მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად, შესაძლოა, მას მოუწიოს სააკაშვილის შეწყალება. 

მეორე ვარიანტია, რომ ევროპის საბჭოს სასამართლომ დაადგინოს საააკაშვილის უდანაშაულობა და აქედან გამომდინარე, მოხდეს საკაშვილის გათავისუფლება, თუმცა, დროში, ალბათ, ესეც ხანგრძლივი პროცესი იქნება. 

- რას იტყვით ოპოზიციის სტრატეგიაზე, რომელიც არჩევნების მეორე ტურებში გამარჯვებასა და რიგგარეშე "არჩევნების გზის გამოჩენას" და ამ გზით ხელისუფლების შეცვლას ითვალისწინებს?

- ეს ლეგიტიმური გზაა, მეორე ტურებში გამარჯვებით მოხდება დადასტურება, რომ ამ ხელისუფლებას უმრავლესობის ნდობა აღარ გააჩნია. ცხადია, "ქართული ოცნება" კარგავს მხარდაჭერას და აღარ გააჩნია ის ლეგიტიმაცია, რაც რამდენიმე წლის წინ ქონდა. ეს არის პროცესი, რაც გაადვილებს ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლის განხორციელებას. 

- რამდენად გახდება მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი "ქართული ოცნების" ხელისუფლების დასრულების?

- მარტო მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არ არის საკმარისი, აქ, ალბათ, სხვადასხვა ფაქტორმა უნდა იმუშავოს. ოპოზიციამ, იგივე "ნაცმოძრაობამ" უნდა იმუშაოს იმაზე, რომ მეტად დაუახლოვდეს ხალხს. გააკეთოს ის, რაც ამდენი ხნის მანძილზე  ვერ მოახერხა - გააქარწყლოს ის ჭორები, რომელიც  აგორებული იყო "ქართული ოცნების" პროპაგანდისტური მანქანის მიერ,  რომ თურმე 150 ადამიანი  მოკლეს ქუჩებში, 26 ათასი ადამიანი  გააუპატიურეს და ა. შ.  ამ არჩევნებმაც აჩვენა,  რომ მოსახლეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არ უჭერს მხარს არცერთ პოლიტიკურ ძალას, 2 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზეც რეგისტრირებული ამომრჩევლის მხოლოდ და მხოლოდ 52 % გამოცხადდა. თითქმის ნახევარმა მონაწილეობა არ მიიღო არჩევნებში, ბევრს აქვს ნიჰილისტური დამოკიდებულება. ამ მიმართულებით უნდა იმუშავოს "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომ მის წინააღმდეგ არსებული შავი პიარი გააქარწყლოს.  

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები