ტატო ლილუაშვილი - შეურაცხყოფაზე, თავდასხმაზე, დამცირებაზე, დაშინებაზე, ბილწისიტყვაობაზე, ვანდალიზმზე აგებული კამპანია 21-ე საუკუნეში

DMO იმერეთის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ქუთაისში ოპოზიციის მიერ გაკეთებულ წარწერებს - "თავისუფლებას მიშას" სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"პოლიტიკური კულტურის უმდაბლესი დონე! 

პოლიტიკური სიბეცე - თვითმმართველობის არჩევნებზე სისასტიკესთან, ძალადობასთან ასოცირებული მეორადი პოლიტიკოსების შეთავაზება. 

პოლიტიკური ხერხების პრიმიტივიზმი! 

2003 წელში ჩარჩენილები - მეთოდებით, ქცევით, ნარატივით. 

შეურაცხყოფაზე, თავდასხმაზე, დამცირებაზე, დაშინებაზე, მდარე იუმორზე, ბილწისიტყვაობაზე, ვანდალიზმზე  აგებული კამპანია 21-ე საუკუნეში, იმ პოლიტიკური ძალისაგან, ვინც ქუთაისის წარდგენას საერთაშორისო პლატფორმებზე აპროტესტებდა და უკან, თავიანთ გამოგონილ, მოჩვენებით კეთილდღეობაში გვეპატიჟება, სადაც აფრიალებული დროშებისა და მომღიმარი სახეების მიღმა ნაწამები, განადგურებული ადამიანების გაუთავებელი სია იკითხება. 

საშიშები. 

მფრთხალები, მშიშრები ბელადის არ იყოს, ღამე გამომძვრალები თითქოს დღისით ვინმე ერჩოდეთ, თუმცა სიმხდალეც მათი საფირმო ნიშანია.  სამშობლოს სიყვარულის მიმტაცებლები - სამშობლოს მთავარი გამყიდველები. 

ჰესებისა და შენების მოწინააღმდეგენი. 

აი ეს არის მათი პრივატიზირებული " პრადვინუტობა", მათი პოლიტიკის რეალური სახე! ეს მესიჯი ეგზავნება ყვველა ამომრჩეველს, ყველა საჯარო მოხელეს, ყველა ქუთაისელს, რომელიც ასე ითარგმნება - დიახ გადაგხაზავთ! დიახ - დაგამცირებთ! დიახ - შეურაცხყოფას მოგაყენებთ! დიახ წინ აღვუდგებით შენებას! და საქმე? პროგრამა? 

საქმე რა მოსატანია, როცა მთავარი ამოცანა ქვეყნის გადატრიალება  და იმ სახელმწიფოს წისქვილზე წყლის დასხმაა, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება!", - წერს ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.

წუხელ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, წარწერები "თავისუფლება მიშას" გამოჩნდა, ქუთაისში მსგავსი წარწერა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის ბანერებზე გააკეთეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები