თამარ კორძაია - მტკიცე ვართ ამ ბრძოლაში, თუმცა მომხდარი მოვლენებიდან გამომდინარე, აქციის ფორმა იქნება შედარებით მოკრძალებული

ზუგდიდში ჩვენს პროტესტს შედეგად მოყვა ის, რომ ბათუმის,  სენაკის  და სხვა ოლქებმა ვეღარ გაბედეს ისეთივე სქემით მუშაობა,  რაც დავალებული ქონდათ და რაც გააკეთა ზუგდიდის საოლქომ, - ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ  Front News-ს განუცხადა. 

მისი თქმით, ბათუმის მოვლენებიდან გამომდინარე, ზუგდიდში დღეს დაგეგმილი აქცია არ იქნება  ისეთი ფართომასშტაბიანი, როგორიც შეიძლება  ყოფილიყო.  

"ზუგდიდში რაც მოხდა, ეს არის არჩევნების შედეგების გაყალბება და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. საოლქო კომისის თავმჯდომარე ყველაფერს კადრულობს "ქართული ოცნების"  დავალებით. მან ხელოვნურად საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბებით შეცვალა ოლქის შედეგები, შესაბამისად, ოპოზიციონერ მაჟორიტარს წააგებინა ოლქი.  მთელი მიზანი ამ საპროტესტო აქციის არის ის, რომ შედეგები უნდა გაუქმდეს. თუ წინა არჩევნებზე გაყალბება ხდებოდა და ეს საჩივრებსაც კი არ იხილავდენ, ახლა უკვე საერთშორისო ზეწოლის შედეგად, როდესაც მოუწიათ საჩივრების განხილვა, გადაწყვიტეს, რომ საჩივრების განხილვამდე გააყალბონ დოკუმენტაცია, ეს არ შერჩებათ! 

გუშინდელ ჩვენს პროტესტს შედეგად მოყვა  ის,  რომ ბათუმის,  სენაკის  და სხვა ოლქებმა ვეღარ  გაბედეს ისეთივე სქემით მუშაობა, რაც დავალებული ქონდათ და რაც გააკეთა ზუგდიდის საოლქო კომისიამ. ჩვენ მტკიცე ვართ ჩვენს ამ ბრძოლაში, თუმცა მომხდარი მოვლენებიდან გამომდინარე, აქციის ფორმა იქნება შედარებით მოკრძალებული",-  განაცხადა თამარ კორძაიამ.  

ცნობისთვის, დღეს ზუგდიდში ოპოზიცია აქციას გამართავს. ოპოზიციის მხარდამჭერები 20:00 საათზე ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიასთან შეიკრიბებიან და ზუგდიდის #67 საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ, რის შედეგადაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდის საკრებულოში ერთი მანდატი დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები