ნიკა მელია - აუცილებლად ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ თბილისში 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისში მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ 14 ოქტომბერს 18:00 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მასშტაბური აქცია დააანონსა.

მისი თქმით, აქციის მთავარ მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.

განცხადება ნიკა მელიამ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდა პროტესტს შეუერთდნენ.

"ვეპატიჟებით ყველას დიდი სიამოვნებით. ჩვენ აუცილებლად ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ თბილისში 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევკრიბოთ, რომ არასდროს ჯერ განვლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ.

ჩვენი, ცალკე აღებული "ნაციონალური მოძრაობის" სურვილი კი არა, ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის. მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას დიდი სიამოვნებით, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილი, რომ ვისაც გინდა ჩასვამ დაიჭერ და შენი ბინძური პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ",- განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, მიხეილ საკაშვილის, როგორც მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება ვერ იქნება ცალკე აღებული პარტიის საქმე, ეს ამ სახელმწიფოსა და მომავლის ღირსების საქმეა. 

"ქვეყანაში ერთი გამორჩეული ლიდერი ახლა  ციხეშია და ის გვისმენს, მადლობა ღმერთს,  ამის შესაძლებლობა მაინც მისცეს, მაგრამ დღემდე არ ეძლევა სატელეოფონო ზარების განხორციელების უფლება, რომ ტელეფონი აიღოს და დედას დაურეკოს, აგერ ქალბატონ გიულის,  მამას,  ან შვილებს,  ეს ცალკე კიდევ საკითხია განსახილველი.  მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ლიდერის გათავისუფლება კი  არ არის საკითხი, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს მესამე პრეზიდენტზეა საუბარი. ეს არის ჩვენი მომავლისა და ღირსების საკითხი და არა ნაციონალური მოძრაობის. მისი დახსნა ვერ იქნება ცალკე აღებული პარტიის საქმე, ეს ამ სახელმწიფოსა და მომავლის ღირსების საქმეა. არ შეიძლება ჩვენ აქ ვიყოთ და მესამე პრეზიდენტი გამომწყვდეული იყოს ციხეში", - განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები