მეუფე გრიგოლი - იმედი გამოვთქვათ, რომ მომხდარი გახდეს თითოეული ჩვენგანის სერიოზული განსჯის საგანი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა ბრწყინვალე აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძარში („ახალი აია სოფია“) საკვირაო ლიტურგია  აღასრულა.

ლიტურგიის დასასრულს მეუფე გრიგოლმა წუხილი გამოთქვა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ბათუმში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ავარიული ნგრევისას დატრიალებული ტრაგედიის გამო და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებს, სრულიად საქართველოს.

"ადამიანის ბაგე უძლურია აღწეროს ის ტკივილი და უბედურება, რასაც არავინ ელოდა, მით უფრო ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ბინაში უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, დაკავებულნი იყვნენ საოჯახო საქმით, სწავლით ან, უბრალოდ, ისვენებდნენ.

ვილოცოთ, რომ ღმერთმა საუკუნო ნათელში დაამკვიდროს გარდაცვლილთა (მათ შორის - უმანკოთა) უკვდავნი სულნი; უფალს შევთხოვოთ რათა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს  მოსცეს ნუგეში და დიდი წყალობა. დღეს ჩვენ ყველანი ჭირისუფალნი ვართ!

დიდია განსაცდელი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება... წმიდა წერილში ვკითხულობთ: გამოუკვლევენ არიან გზანი უფლისანი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა მისთა!

ყოველ მომხდარ ტრაგედიაში, როგორც ყოველთვის, ჩვენთვის მიუწვდომელ განგებულებასთან ერთად არის ხოლმე ადამიანის წვლილიც, შესაძლოა, ცოტა უმეცრებით, ცოტა გამოუცდელობით, წინდაუხედაობით, ცოტა სიხარბითაც კი! ნათქვამია, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა შემდეგ გამოჩნდებაო.

ჩვენ, ადამიანები, ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვაგროვებთ, სხვათა ან საკუთარ შეცდომებზე დაყრდნობით. მოდით, იმედი გამოვთქვათ, რომ მომხდარი გახდეს თითოეული ჩვენგანის სერიოზული განსჯის საგანი, მათ შორის იმათიც, ვინც პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული მომხდართან, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები.

დასასრულ კი დატრიალებული ტრაგედიის მაგალითზე გეტყვით, რომ უმძიმესი შედეგების წინაშე აღმოჩნდება ის ადამიანი, საზოგადოება და თვით სახელმწიფოც კი, რომლის საყრდენებიც (მორალურ-ზნეობრივი, ინტელექტუალური, ინსტიტუციური) თუნდაც ნელა, მაგრამ მეთოდურად, გულგრილობით, უყურადღებობით, არაპროფესიონალიზმით, საზოგადოდ კი, სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი ცნობიერების არქონის გამო განიცდის რღვევას.

თავისუფლება ადამიანის არსია და ის, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს ყოველივე იმისგან გათავისუფლებას, რაც ძირს უთხრის პიროვნებას, საზოგადოებას, სახელმწიფოებრიობას! ღმერთმა დაგლოცოთ!“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები