ბათუმში, კორპუსის ნგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კორპუსის ნგრევის გამო დაკავებულ სამივე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. 

ადვოკატები პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმებოდნენ და აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნამდე დაკავებულების პატიმრობაში დატოვება არ უნდა მომხდარიყო, თუმცა მოსამართლემ მათი პოზიცია არ გაიზიარა.

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი არასწრულწლოვანი. შსს-მ მომხდარზე ერთ-ერთი ბინის მეპატრონე და ორი მუშა დააკავა. 