ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გორის საქალაქო სასამართლომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე, ოთხ პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. საქმეზე ოთხი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული არც ერთი პირი ბრალდებას არ ეთანხმება. ისინი აცხადებენ, რომ უდანაშაულო არიან. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ვასილ ოქროპირიძის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ ჩვენებები ზეწოლის ქვეშაა მიცემული.

პროკურატურამ გორში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ტ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე – გ.ბ.-ს, ზ.ფ.-ს, გ.ქ.-ს და გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი წარედგინა ვ.ო.-ს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის – ტ.კ.-ს გაძარცვა გადაწყვიტეს და აღნიშნული განზრახვა ვ.ო.-ს გაანდეს, რომელმაც დანაშაულში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იმავე დღეს, ქ. გორში, რკინიგზის სადგურის მახლობლად, ღამის საათებში, გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ. და გ.ო., მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, ტ.კ.-ს მობილურ ტელეფონს და პლასტიკურ ბარათს დაეუფლნენ. ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, ბრალდებულებმა გონებადაკარგული ტ.კ. მდინარე მტკვარში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

მომხდარის შესახებ ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ ისევ აცნობეს ვ.ო.-ს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე, ასევე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს", - აცხადებენ პროკურატურაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები