დმიტრო კულება - სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, გაცნობებთ, რა გზით გავაგრძელებთ სვლას, ეს კი შეიძლება, იყოს არა მხოლოდ ექსტრადირება

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ჩვენ კი ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ გაჭირვებაში არ ვტოვებთ. ამიტომ, როდესაც მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, თუ რა გზით გავაგრძელოთ სვლა, ეს კი შეიძლება, იყოს არა მხოლოდ ექსტრადირება, მაშინ ამის შესახებ გაცნობებთ, – ამის შესახებ, უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო ექსტრადირების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი მიხეილ სააკაშვილთან. ადვოკატებს აქვთ მასთან დაშვება, კონსულს აქვს მასთან დაუბრკოლებელი დაშვება. უკვე შედგა მასთან რამდენიმე საუბარი, რა დროსაც ჩვენ გავარკვიეთ მისი და მისი ადვოკატების მკაფიო პოზიცია“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საგარეო უწყება ახლა საქმის იურიდიულ მხარეს სწავლობს.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ჩვენ კი ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ გაჭირვებაში არ ვტოვებთ. ამიტომ, როდესაც მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, თუ რა გზით გავაგრძელოთ სვლა, ეს კი შეიძლება, იყოს არა მხოლოდ ექსტრადირება, მაშინ ამის შესახებ გაცნობებთ“, – განაცხადა კულებამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები