შვეიცარიის კონფედერაციაში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის კონფედერაციას ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რომელიც საქართველოს მხრიდან პირველი უმაღლესი დონის ვიზიტია შვეიცარიაში.

"პრეზიდენტი შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტს, ქალაქ ჟენევაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებით იწყებს.

გაიმართება შეხვედრები ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისართან, მიშელ ბაშელესთან და ჯანრმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ტედროს გებრეიესუსთან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციებში და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან, პროფესორ კლაუს შვაბთან. 

15 ოქტომბერს კი საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბერნს ეწვევა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.

დაგეგმილია შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის გი პარმელინის და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრეზიდენტები პრესისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და მათ კითხვებს უპასუხებენ.

დაგეგმილია ასევე, საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ბერნში შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ირენ კელინთან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები