სალომე ზურაბიშვილი მიშელ ბაშელეს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი მიშელ ბაშელეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს მიშელ ბაშელეს შეხვდა. 

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა უმაღლეს კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი ვითარება გააცნო და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალექეების  უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით ირაკლი ბებუას, გენადი ბესტაევისა და გელა გოჭოშვილის შესახებ ისაუბრა.

აღინიშნა გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის  ფაქტი, როგორც ეთნიკური დისკრიმინაციის ნიშანი. საუბარი შეეხოს საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს და პოლიტიკური გარემოს ღრმა  პოლარიზაციას, რომელსაც  ამძაფრებს  და ზრდის ფეიკნიუსები.

ზურაბიშვილმა ადგილობრივ არჩევნებში ქალების არასაკმარისად ჩართულობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე პანდემიის დამარცხებაში მსოფლიო სოლიდარობისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა რამდენად მნიშვნელოვანია  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს სრულფასოვანი წვდომა კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის მექანიზმებზე. .

უმაღლესმა კომისარმა  ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს მიუსამძიმრა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები