ლილე ლიპარტელიანი - სუს-ს საკრებულოს შენობაში ხმის ჩამწერი და სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობა ჰქონდა დამონტაჟებული

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს წევრის ლილე ლიპარტელიანის თქმით, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე საკრებულოში სიგნალის ჩამხშობი აპარატურა იდგა. 

"მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საკრებულოს შენობაში ხმის ჩამწერი და სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობა ჰქონდა დამონტაჟებული", - აცხადებს ლილე ლიპარტელიანი.

მისი განცხადებით, როდესაც იკითხა, თუ რა იყო შენობის მესამე სართულზე შავ ყუთებში, მამაკაცი საკრებულოს მოადგილის ოთახში გაიქცა და კარი ჩაკეტა. ამის შემდეგ ლიპარტელიანმა გამოიძახა პოლიცია. 

იმ დროს, როდესაც სამართალდამცველები ოქმს ადგენდნენ, სუსის ავტომობილით აპარატურა გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები