თამარ კორძაია - არ მაქვს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" წამოვა შერიგებაზე

მრავალათასიანი წარმომადგენლობით გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ გამოხატა საკუთარი პოზიცია, რომ არ აპირებს გაყალბებულ რეალობაში ცხოვრებას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ  Front News-ს თბილისის ცენტრში გამართული მასშტაბური აქციის შეფასებისას განუცხადა. 

მისი თქმით, 14 ოქტომბრის აქცია იყო მკაფიო მესიჯი ხელისუფლებისათვის. 

"მრავალათასიანი წარმომადგენლობით გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ გამოხატა საკუთარი პოზიცია, რომ არ აპირებს გაყალბებულ რეალობაში ცხოვრებას. გაყალბებული რეალობა გვაქვს ყველა მიმართულებით - გაყალბებული არჩევნები, გაყალბებული მართლმსაჯულება და ა. შ. ეს  ადამიანები ამას აპროტესტებენ მშვიდობიანი ფორმით. თითოეული მათგანის პოზიციაა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა დამთვრდეს. მგონია, რომ ეს იყო ძალიან კარგი მესიჯი ხელისუფლებისათვის თითოეული ჩვენგანის მხრიდან, ვინც ვიყავით ამ აქციაზე", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

კითხვაზე,  რამდენად მზადაა ხელისუფლება შერიგებისათვის, რისკენაც კეთდებოდა მოწოდებები, კორძაია  აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნებისაგან" ამის მოლოდინი  არ აქვს. 

"გუშინ "ქართული ოცნების" სახე გამოჩნდა, როდესაც აქციაზე მომავალ კოლონებს დაახვედრეს მათი მხარდამჭერები ცოცხებით, შემზარავი იყო ერთი ფოტო, როდესაც 2 მამაკაცი უხერხულობისაგან სახეს იფარავს ცოცხით.  ვხედავთ, "ქართული ოცნება" როგორ ძალადობას მისსავე ამომრჩეველზე და აიძულებს მას ასეთ ქმედებებს. გამოჩნდა, რომ მას ამ ზიზღის კამპანიის გარდა სათქმელი სხვა არაფერი აქვს. აქედან გამომდინარე, არ მაქვს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" წამოვა ამ შერიგებაზე", - განაცხადა კორძაიამ.  

რაც შეეხება მეორე ტურებს, ოპოზიციონერი დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება კიდევ მეტად ეცდება არჩევნების გაყალბებას. 

"ჩემთვის მოულოდნელი არ იყნება, რომ ხელისუფლება კვლავ გაყალბებას ეცდება, მაგრამ გაყალბებული არჩევნებიც კი წააგეს და იმედია, ფარ-ხმალ დაყრიან და ვიღაცას მაინც ეყოფა გონი, რომ გაჩერდნენ. ჩვენი მიზანია, ხელისუფლების გადაბარება მოხდეს ისევე მშვიდობიანად, როგორც ეს მოხდა 2012 წელს, მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ვერ უნდა გაბედოს არჩევნების გაყალბება, თორემ ბოლოს და ბოლოს საზოგადოება გასცემს ალბათ, პასუხს",  - განაცხადა კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები