სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი საუბრის მთავარი თემა ორმხრივი მიმართულებები და ორმხრივი თანამშრომლობა იყო

შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტებმა მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს და პრესის შეკითხვებს უპასუხეს.

"მადლობა ბატონო პრეზიდენტო, მადლობა მოწვევისთვის, ძალიან მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის, რომ ეს შვეიცარიაში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. 

მიმდინარე და მომავალი წელი, ჩვენი ურთიერთობებისთვის, როგორც თქვენ აღნიშნეთ ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ 30 წელი უსრულდება ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობებს, 25 წელი შესრულდა, რაც გაიხსნა თანამშრომლობის ოფისი საქართველოში, 20 წელი, რაც გაიხსნა შვეიცარიის საელჩო და ამდენი თარიღის ირგვლივ, მე მგონი, ეს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების მართლაც ახალი ეტაპია. 

მე, პირველ რიგში,  მადლობა გადავუხადე ბატონ პრეზიდენტს, შვეიცარიის მიერ საქარათველოს მიმართ სოლიდარობისათვის, ეს არის სოლიდარობა ორ პატარა ქვეყანას შორის და რომელიც პირველ რიგში, შვეიცარიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მუდმივ მხარდაჭერაში. 

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც იცით ბევრად უფრო რთულ რეგიონში ვართ, ვიდრე შვეიცარია იმყოფება. ჩვენთვის ეს მხარდაჭერა ერთი მხრივ, არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ  ძალიან პრაქტიკულიცაა.  მე, პირველ რიგში, მინდა გამოვხატო ჩვენი მადლიერება იმ როლისთვის, რასაც შვეიცარია ასრულებს 2009 წლიდან, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდგომ და ჩვენი რეგიონების ოკუპაციის შემდგომ, შვეიცარია შუამავალია ჩვენსა და რუსეთს შორის და ასრულებს ამ როლს მოსკოვში. 

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე, უშუალოდ ბატონი პრეზიდენტის როლი, როცა გათავისუფლებული იქნა ზაზა გახელაძე, მას შემდეგ, რაც მას ჰქონდა საშუალება უმაღლეს დონეზე ესაუბრა რუსეთის ხელმძღვანელობასთან. 

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული სიტუაცია, (რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ როლისთვის), განვიხილეთ ის ფაქტი, რომ როცა გათავისუფლდა ერთ-ერთი მძევალი, ამავე დროს, ეს პროცესი გრძელდება და დღეს 3 ადამიანია არალეგალურად დაკავებული ასევე ამ ხაზზე. 

ეს ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი - ამ ხაზის აქეთ, თუ იქით. ეს ჰუმანიტარული მდგომარეობა უფრო დამძიმდა კოვიდის პირობებში, რამეთუ ეს გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ ჩაკეტილიყო გადასასვლელი პუნქტები და არ მიეცათ ჩვენს მოქალაქეებს სამკურნალო საშუალებებით სარგებლობის საშუალება.

ასევე, გავუსვი ხაზი, იმას თუ რა პირობებში იმყოფებიან ჩვენი მოქალაქეები, როცა მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ეძლევათ ქართულ ენაზე განათლების მიღების საშუალება. 

ჩვენთვის და მთლიანად რეგიონისთვის ძალიან პრობლემატურია ის მილიტარიზაცია, რასაც ვუყურებთ პრაქტიკულად ყოველდღიურად ორივე რეგიონში, ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 

სამწუხაროდ, ჟენევის მოლაპარაკებებზე, რომელიც ახლახან დასრულდა, არ ვხედავთ ჯერ  მდგომარეობის რაიმე გაუმჯობესებას, ან რაიმე მომავალ გადაწყვეტილებას, რომელიც გადაწყვეტს ამ ძალიან რთულ და მძიმე პირობებს. 

შეხვედრაზე განვიხილეთ ასევე, რეგიონში შექმნილი მდგომარეობა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ, კონფლიქტი გაჩაღდა ჩვენ ორ მეზობელს შორის და პირველ ეტაპზე საქართველოს წარმატებული როლი მედიაციაში, რომელიც გაგრძელდება. ვიცი, რომ შვეიცარიაც ჩართულია. მისი სამშვიდობო როლი აქაც გამოიხატება და ყველასთვის ძალიან ნათელია, რომ ამ რეგიონში აუცილებელია სტაბილურობა, იმისთვის რომ განხორციელდეს ყველა ის სამომავლო პროექტი, რაც რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

ჩვენი საუბრის მთავარი თემა - ორმხრივი მიმართულებები და ორმხრივი თანამშრომლობა იყო.  ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც ძალიან დიდ პიტენციალს შეიცავს, რამეთუ ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო აქვთ.ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რაც შვეიცარიას აქვს. ეს იქნება ტურიზმის სექტორში, ენერგეტიკაში, ეკოლოგიაში, სოფლის მეურნეობის დარგში, სამთო ტურიზმსა და სპორტში და იმ დარგში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი საქართველოსთვის და მისი ეკონომიკური განვითარებისათვის - პროფესიული განათლების დარგი. ასევე ტექნოლოგია, ინოვაცია, ყველაფერი ის, რაც პატარა ქვეყნისთვის იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელი ეკონომიკური განვითარება უფრო სრულყოფილი და ადვილი იქნება. 

მე მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ ამ მიღებისთვის, იმ საუბრისთვის, რომელსაც იმედი მაქვს, რომ საქართველოში გავაგრძელებთ, როცა გვესტუმრებით და  ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისათვის გამოხატული მზადყოფნისათვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები