გიორგი გახარია - გუშინ რაც ხდებოდა ცოცხებით გორსა და რუსთავში, ეს არის, რასაც ქართული კულტურა და ხალხი იმსახურებს?!

მინდა "ოცნების" ბოსებს ვკითხო, გუშინ რაც ხდებოდა ცოცხებით გორსა და რუსთავში, ეს არის, რასაც ქართული კულტურა და ქართველი ხალხი იმსახურებს?! - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც "ოცნების ბოსებს" ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამს ახსენებს.  

ექსპრემიერის თქმით, "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანას წარსულში აბრუნებენ და 9 წლის შემდეგ ისევ ცოცხი გახდა ქართული პოლიტიკის ინსტრუმენტი. 

"ოცნებაც" და "ნაციონალური მოძრაობაც" დღეს ერთმანეთს დაემსგავსნენ. ერთისთვის სახელმწიფო იყო მიშა და დღესაც,  სამწუხაროდ, არის მიშა. ჩვენ ეს გუშინ აქციაზე დავინახეთ, როდესაც ამ ლოზუნგებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" პირდაპირ  ტოლობის ნიშანი დასცა მიშა სააკაშვილსა და სახელმწიფოს შორის.  მეორეს მხრივ, აგერ გვაქვს "ოცნება", რომელსაც ტოლობის ნიშანი აქვს დასმული პარტიასა და სახელმწიფოს შორის. ამას ყველაფერს ჩვენი მოქალაქეები უყურებენ და ხედავენ, რომ ეს ორი პოლუსი ერთად გვაბრუნებენ წარსულში. დღეს ოცნების მთავარი მიზანია, როგიორმე რაიმე ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება და "ნაციონალური მოძრაობის" - რევანში. 

რა იყო იცით გუშინდელ დღეში ყველაზე ცუდი? არც ხალხის რაოდენობა და არც ტაშის. ყველაზე მძიმე საყურებელი გუშინ იქ რაც მოხდა, იყო ორი რამ.  პირველი - 9 წლის შემდეგ ისევ ცოცხი გახდა ქართული პოლიტიკის ინსტრუმენტი ქართველის ქართველის წინააღმდეგ. მე რა გამახსენდა იცით? მინდა ოცნების დღევანდელ ბოსებს გავახსენო ოცნების დამფუძნებლის ფრაზა, რომელიც მე ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ რომ მას ჩემზე ქონდა სერიოზული ემოციური ზეგავლენა. როდესაც თქვა, ჩვენ ჩვენს ოპონენტებს ისე მოვეპყრობითო, ისე კი არა როგორც იმსახურებენო, როგორც ქართული კულტურა და ქართველი ხალხი იმსახურებსო. მე მინდა ვკითხო, გორში რაც ხდებოდა ცოცხებით და რუსთავში, ეს არის,  რასაც ქართული კულტურა და ქართველი ხალხი იმსახურებს?!  და საერთოდ,  სად არის ქართული სახელმწიფო და საქართველოს მოქალაქეზე ზრუნვა?!" - განაცხადა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები