რამაზ დავლაძე - რა უნდა ვთქვა, დამენგრა ცხოვრება თავზე, ერთ წუთში გადამიწყდა ცხოვრება

რამაზ დავლაძე, რომელმაც 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ოჯახის 4 წევრი - ძმა, მეუღლე და ორი შვილი დაკარგა, აცხადებს, რომ 1 ოქტომბერს, კორპუსის პირველ სართულზე, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, მუშები გააფრთხილა, რომ მზიდ კედლებს არ შეხებოდნენ. 

"რა უნდა ვთქვა, დამენგრა ცხოვრება თავზე, ერთ წუთში გადამიწყდა ცხოვრება, უბედნიერესი კაცი ვიყავი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ვერ წარმომედგინა, მაგრამ ასეთია ღვთის ნება და ჩემი განგება. რომ მივდიოდი ბულვარში მთელი ტროტუარი მიმქონდა. დამენგრა ცხოვრება, ცრემლს ვეღარ გავაჩერებ ჩემს თვალზე. ერთი ბიჭი დამრჩა და ეგაა, რაც სტიმულს მაძლევს ცხოვრების და ამხელა ტკივილის გადატანის. 

ქვემოთ აკეთებდნენ ხოლმე რაღაცას, უკაკუნებდნენ, მაგრამ თბილისში ვიყავი წასული და 2 რიცხვის მერე არ მინახავს არაფერი. არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, ღმერთის მეშინია. მე პირველ რიცხვში მივედი მათთან ვინც იქ სამუშაოებს აკეთებდა და ვუთხარი, რომ ეს არის მზიდი კედელი და ამას ხელი არ მოკიდოთთქო. იქ მანამდე იყო 2 ოთახიანი ბინა და რომ ვნახე სამუშაოების დროს, ფაქტობრივად დიდი სივრცე დამხვდა, რომელსაც არც კედელი ჰქონდა და არც არაფერი. მე მშენებელი ვარ პროფესიით, არ იყო მანდ ისეთი დანგრეული იმ დროს, რომ რაიმეს კითხვის ნიშნები გამოეწვია, მაგ დროს მზიდი კედლები ადგილზე იყო, ეს ვნახე მე პირველში. 

ტრაგედიის დღეს, ჩემი ოჯახის ყველა წევრი სახლში იყო, დილით გავიღვიძე, გამოვედი, ჩემმა მეუღლემ ბავშვს ჩააცვა და ბაღში წაიყვანა, რომ მოვიდა მე გავედი სახლიდან ჩემს საქმეზე, დაახლოებით ეს 10 საათზე მოხდა, თუმცა 12 საათზე მირეკავენ ასეთი ამბავიაო", - აცხადებს რამაზ დავლაძე.  

ბათუმში 8 ოქტომბრეს 7 სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, რომელმაც 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

უახლესი ამბები