დავით კირკიტაძე - დაჟანგებული ტექნიკა არის "ქართული ოცნების" ხელისუფლების სიმბოლო, რომელმაც უგულებელყო 150 000 რუსთაველის ინტერესები

დაჟანგებული ტექნიკა და მესერი არის სიმბოლო "ქართული ოცნებისა" ხელისუფლების, რომელმაც უგულებელყო 150 000 რუსთაველის ინტერესები და მან ვერ დაასრულა პროექტის 17-კილომეტრიანი მონაკვეთი,  -  ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძებ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი განმარტებით, თბილისი-რუსთავის მაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთის მშენებლობა განუხორციელებელი დარჩა, რადგან  პროექტის მთავარმა დონირმა აზიის განვითარების ბანკმა, პროექტის ვადებში  გაწელვის გამო, თანხა უკან გაითხოვა. 

"შევიკრიბეთ დღეს აქ, ადგილზე, სადაც უნდა გადიოდეს თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი გზა, რომლის პროექტიც და თანხაც დავუტოვეთ და გადავეცით ხელისუფლებას. ეს არის ადგილი, რომელიც მთლიანად დაკავშირებულია და სიმბოლოა "ქართული ოცნების". აი ეს შეჩერებული, დაჟანგებული ტექნიკა და მესერი არის სიმბოლო "ქართული ოცნებისა" ხელისუფლების, რომელმაც უგულებელყო 150 000 რუსთაველის ინტერესები და მან ვერ დაასრულა პროექტი, 17-კილომეტრიანი მონაკვეთი. აზიის განვითარების ბანკმა, მთავარმა დონორმა იმის გამო, რომ პროექტი გაიწელა ვადაში, თანხა უკან გაითხოვა და ხელისუფლებამ დაააკონსერვა ამ გზის მშენებლობა.

მე მინდა მივმართო რუსთაველებს: ამაზე დიდი, ნათელი გამოვლინება აღარ შეიძლება იმისა, რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას რუსთავის მიმართ. დღეს თავს ვიკავებთ პროტესტის უფრო მძიმე ფორმისგან. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რუსთაველები ადეკვატურ პასხუს გასცემენ 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურზე", - განაცხადა კირკიტაძემ. 

მისი თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად ხელისუფლებას აიძულებენ, რომ  ამ გზის მშენებლობა  დაასრულონ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები