ვინ არის რაფაელ გლუკსმანი და რა სენტიმენტები აქვს პატიმარ სააკაშვილთან

ვინ არის ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი, რომელიც მსჯავრდებული და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი საქმეების პოლიტიკურ მოტივებზე წუხს და  საქართველოს თავისუფლების გზას მხოლოდ სააკაშვილის თავისუფლებაში ხედავს.

ტელეკომპანის „იმედის“ სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ყველაფერი 2005 წლიდან დაიწყო, როდესაც გლუკსმანი პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა და მას შემდეგ, 2012 წლამდე აქტიურად იყო ჩართული ქართულ პოლიტიკურ პროცესებში. ის იყო მიხეილ სააკაშვილის ერთერთი ნდობით აღჭურვილი პირი, შესაბამისად, „ქართული ოცნებისადმი“ მისი განაწყენება გასაკვირი არ უნდა იყოს.

"ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი რომ არ უყვარდა, ამის დასტურია ისიც, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს გამოცემა ინდიფენდენტის ჟურნალისტს იმაში არწმუნებდა, რომ ოცნების ლიდერი პრორუსი იყო, თუმცა ამის საკმარისი მტკიცებულება არ ქონდა და როგორც ჟურნალისტი შონ უოლკერი წერს, ძირითადად მისი ბრალდებები ვარაუდს ეყრდნობოდა.  ახლა ევროპარლამენტში დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი კომიტეტის თავმჯდომარის სახელი, წარსულში საქართველოში გახმაურებულ საქმეებსაც უკავშირდება. მაგალითად, მაშინ, როცა ნაცმოძრაობის მიერ მიტაცებული და მართული ტელეკომპანია „იმედი“ ეთერში მოდელირებულ ქრონიკებს უშვებდა. რჩევა, რომ იმედი უფრო პროვოკაციული უნდა ყოფილიყო, ტელევიზიის მაშინდელმა დირექტორმა სწორედ გლუკსმანისგან მიიღო.  პატიმარ სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულება არაერთ საქმეს ედავება. მათ შორის არის სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვა. სასტუმროებში, რესტორნებსა და სხვადასხვა ქალაქებში ვოიაჟებისთვის დახარჯული არამიზნობრივი თანხის რაოდენობაც საკმაოდ სოლიდურია. როგორც დოკუმენტებიდან ვიგებთ, ყოფილმა პრეზიდენტმა არც ერთგული მრჩევლისთვის დაიშურა პატივისცემა. გლუკსმანის მომსახურება ქვეყანას საკმაოდ ძვირი დაუჯდა“ - ამბობს სიუჟეტის ავტორი. 

ევროპარლამენტის გამაყრუებელი სიჩუმის გარღვევის მცდელობა - ასე აფასებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გლუკსმანის გზავნილებს. 

მისი თქმით, სააკაშვილის დამცველის მცდელობა, ქართულ საზოგადოებაში აღქმა გააჩინოს, თითქოს მიუკერძოებელი ევროპარლამენტი სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, უსუსურია.  მისივე თქმით, მრჩევლის გარდა გლუკსმანი სააკაშვილის პირადი მეგობარი იყო და გარკვეულ სქემებში იყო ჩართული. მმართველ პარტიაში  მიუკერძოებელი ევროპარლამენტარის სტატუსს ამოფარებული სააკაშვილის მოკავშირის გზავნილები არ უკვირთ.

„გარდა იმისა, რომ გლუკსმანი კონკრეტულ თანამდებობზე მიუშაობდა და ძალიან მაღალ ანაზღაურებას იღებდა იმ ხელისუფლებისგან,  ის ერთერთი მაღალი თანამდებობის პირის მეუღლე იყო. შესაბამისად, ამ ფონზე გაუჭირდება შეუქმნას მოქალაქეებს განცდა, რომ მიუკერძოებელი ადამიანია და მიუკერძოებელ დასკვნებს აკეთებს, ამიტომ ცდილობს მოიფიქროს ისეთი არგუმენტები, რომელიც შექმნის ილუზიას, რომ ის არის ევროპარლამენტარი, თუმცა, მიკერძოებული“ - ამბობს უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე. უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი კი გლუკსმანს ურჩევს, „როდესაც გულანთებით გვერდში დგომას უცხადებს იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილის ციხიდან გათავისუფელებას ითხოვს, ჩამოვიდეს საქართველოში და იმ ასეულ ათასობით ადამიანის გვერდში დადგეს, ვინც დაზარალდა და გარდაიცვალა“. 

მისივე თქმით, ეს არის სუბიექტურად დაკავშირებული ერთი ინდივიდის პოზიცია და ვერ იქნება აღქმული, როგორც მთლიანად ევროკავშირის, თუ საქართველოს ნებისმიერი პარტნიორის პოზიცია. 

უახლესი ამბები