18 ოქტომბრიდან "წითელ ზონაში" უკრაინის კიდევ 4 ოლქი გადადის

18 ოქტომბრიდან უკრაინის 4 ოლქი - ზაპოროჟიე, ოდესა, დონეცკი და დნეპროპეტროვსკი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე "წითელ ზონაში" გადადის. 

frontnews.eu-ის ინფორმაციით, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების თანახმად, "წითელ ზონაში" იკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტებისა და სავაჭრო და გასართობი ცენტრების, სავაჭრო და სამომხმარებლო მომსახურების, ასევე კულტურული დაწესებულებების, საზოგადოებრივი ღონისძიებების, ბაზრების (კვების გარდა), საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა. 

შეზღუდვა არ ეხება სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, ფოსტის, ბანკების, აფთიაქებისა და ვეტერინარული კლინიკების მუშაობას.

"წითელი ზონის" წესები არ გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვას, თუმცა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს თავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

გარდა ამისა, 21 ოქტომბრიდან, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, შემოღებული იქნება რეგიონული ტრანსპორტით მგზავრობის ახალი წესები, რომლის თანახმად, თვითმფრინავში, მატარებელში ან ავტობუსში ასვლისას მგზავრებს უნდა ჰქონდეთ სამი დოკუმენტიდან ერთი: COVID-სერთიფიკატი ("ყვითელ" ზონებს შორის ერთი ვაქცინაცია საკმარისია, "წითელ" ზონაში შესვლისას უნდა იყოს ორი ვაქცინაცია), უარყოფითი PCR- ტესტი ან ანტიგენის ტესტი.

15 ოქტომბრიდან უკვე "წითელ ზონაშია" ჰერსონის ოლქი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები