სუს-ი მარნეულში მომხდარ ქურდობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 28 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 28 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე სრული სიცრუეა თითქოს, ქურდობისას სახლიდან გაქრა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი.

გაქურდულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული დანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახის კუთვნილი სახლი. საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია საოჯახო ნივთები.

ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები