ნათია მეზვრიშვილი - ეს კანდიდატი "ოცნების", მისი ბინძური კამპანიის განუყოფელი ნაწილია და თბილისი "ჩაჭრას“ ასე ადვილად არ ივიწყებს

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი თბილისის მერის კახა კალაძის მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ეს კანდიდატი წუხს, რომ არ მიეცა „ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული“ კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ სიცრუის კამპანია მიმდინარეობდა (რასაც ბუნებრივია, არ მივესალმები). ეს კანდიდატი გვეუბნება, რომ „არც ერთი” ოპონენტისგან ფასეული წინადადება თბილისის განვითარებაზე არ მოუსმენია. და გადაწყვიტა „ახლა მაინც“ ისაუბროს საქმეზე.

თბილისელებს რომ მუდამ გვახსოვდეს - ეს ის კანდიდატია, რომელმაც გახარიასთან შინაარსობრივ დებატებზე შიშით უარი თქვა და მის წინააღმდეგ ჯანსაღი ცხოვრების საფარქვეშ, უბინძურესი კამპანია წამოიწყო; რომელმაც ორი ადამიანის საუბარი გარეთ გაიტანა; რომელიც არათუ მონაწილე, არამედ რიგ შემთხვევებში ინიციატორი იყო მისი ოპონენტის წინააღმდეგ სწორედ ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული კამპანიისთვის სრულიად შეუფერებელი მეთოდების გამოყენების; რომელმაც, მის გუნდთან ერთად, ყველაფერი იკადრა, რომ ოპონენტისთვის შინაარსზე საუბრის შესაძლებლობა არ მიეცა; კანდიდატი, რომელმაც სიძულვილის ბანერების გამოყენება არათუ დაგმო, „ჩემს წინააღმდეგ რომ იყენებენ კარგიაა?“ არგუმენტით მისი გამოყენება წაახალისა.

ამ კანდიდატს შინაარსი არ აინტერესებდა, როცა თბილისის განვითარებაზე და კონკრეტულ პროგრამაზე სასაუბროდ გახარია დებატებში იწვევდა. და ახლა, როცა მეორე ტურში ველი მოუსუფთავდა, შვებით ამოისუნთქა და გახარიას სახით საქმეზე საუბრის კომპლექსებს ვეღარავინ გაუჩენს, შინაარსისკენ მიიწევს. ასე მარტივად არ გამოვა. ეს კანდიდატი ოცნების, მისი ბინძური კამპანიის განუყოფელი ნაწილია და თბილისი „ჩაჭრას“ ასე ადვილად არ ივიწყებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რა ენით საუბრობს - სამწუხაროდ, ოცნების ხელში ერთ დროს პროგრესული ლიდერების ბოლო ეს არის - ღარიბაშვილის, მდინარაძის და კობახიძის ენით, სიძულვილის ფრქვევას იწყებენ", - წერს მეზვრიშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები