გია ხუხაშვილი - სადისტები არიან, ფუნთუშებზე გაზრდილი ღლაპები ქვეყანას მართავენ და არც ესმით კაცობა რა არის, ღირსება რა არის

სადისტები არიან, ფუნთუშებზე გაზრდილი ღლაპები, ქვეყანას მართავენ და არც ესმით კაცობა რა არის, ღირსება რა არის. როგორებიც არიან, ისე მეტყველებენ, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერების შესახებ.

ანალიტიკოსის შეფასებით, „ქართული ოცნების“ აგრესიული რიტორიკა მისი საარჩევნო კამპანიის ნაწილია.

"ქართული ოცნება" არის წინასაარჩევნო რეჟიმში. მათ ისევ აირჩიეს ნეგატიური აგრესიული დღის წესრიგი  ხარკს უხდიან ამით იმ ულტრაკონსერვატულ ამომრჩეველს, რომელსაც სისხლი წყურია. დადებით დღის წესრიგს ვერ ქმნიან ქვეყანაში. არის ძალიან ბევრი პრობლემა და ისევ ნეგატივზე, ისევ მიშაზე აგებენ, მეტი არც ფანტაზია აქვს, არც არაფერი აქვთ სათქმელი და ისევ ამას ეპოტინებიან. 30 ოქტომბრის შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვლება და მაღალი ალბათობით, თუ დამაკმაყოფილებელი შედეგი მიიღეს, ამა თუ იმ ფორმით შეეცდებიან, მიშა სააკაშვილი მოიშორონ საქართველოდან, იმიტომ რომ მიშა ციხეში იქნება თუ გარეთ მათთვის არის თავის ტკივილი“- განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" თავის ამომრჩეველს ყალბი პროპაგანდით კვებავს, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ ამთავრებენ.

"ეს რიტორიკა ხარკის გადახდაა ამომომრჩევლისთვის, რომ როგორმე ფსევდო, ყალბი მოლოდინებით კვებონ ეს ხალხი, ვითომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამთავრებენ.  სინამდვილეში კი არ ამთავრებენ, კვებავენ და აძლიერებენ. საარჩევნო სტატისტიკას გადახედონ, ვისაც ამ დაბოლების სჯერა, „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო მობილიზებული ხდება. უფრო ბევრდებიან, კი არ ცოტავდებიან“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ანალიტიკოსის  თქმით, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილი  სხვისი დაწერილი ტექსტის სწორად გამეორებასაც ვერ ახერხებს და აბზაცები ერთმანეთში ერევა.

"ეს ტექსტი, რაც იბოდიალა ახლა ღარიბაშვილმა, არის ვიღაცის დაწერილი ტექსტი. აერია, თუ ატყობთ, სიმწყობრე დაკარგა, რაღაცას დაიწყებდა ლაპარაკს, შემდეგ დაავიწყდებოდა,  შემდეგ აბზაცში რა წერია,  იქედან ორ აბზაცს გამოტოვებდა, მესამეზე გადახტებოდა, მერე ისევ აქეთ გადმოვიდოდა. ვიღაცის დაწერილი ტექსტი წაიკითხა, ვერ დაიზეპირა. ამ კაცს იმდენი სადარდებელი აქვს, რავარია ახლა ყოველდღე ორი თაბახის დაზეპირება?. გაუწყალეს გული რა... გაანებონ თავი, ცოდვაა ბოლოს და ბოლოს. რატომ ავალებენ ამ კაცს ისეთ რამეებს, რისი აწევაც არ შეუძლია?! ყველას თავისი ზღვარი აქვს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ღარიბაშვილი თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმს კი არ ებრძოდა, არამედ ქვითრებს უწერდა, ახლა კი იმდენი კაცობა არ ყოფნის, რომ მოშიმშილე პატიმარს  შეურაცხყოფას არ აყენებდეს.

"ღარიბაშვილი კი არ ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს, მე და ჩემნაირები ვებრძოდით წლების განმავლობაში. ღარიბაშვილი კი იყო ტკბილად და „პლატიოშკებს“ აწერდა ხელს, სააკაშვილს რომ ერიცხებოდა ფული. ეს კაცი გამიხდა ახლა რეჟიმთან მთავარი მებრძოლი. ღირსება ხო უნდა გქონდეს, კაცობა ხო უნდა გქონდეს, ადამიანი პატიმარია, მოშიმშილეა, რა ლაპარაკია, აფერისტს და რაღაცებს რომ ეძახის? ღმერთმა არ ქნას, რაღაცა რომ მოუვიდეს... ხო ფაქტია,  რომ ნამდვილად შიმშილობს. სააკაშვილი რომ არ შიმშილობდეს და რაღაცას ცუცნიაობდეს, ხომ ტელევიზორში აჩვენებდნენ. სადისტები არიან, ფუნთუშებზე გაზრდილი ღლაპები ქვეყანას მართავენ და არც ესმით კაცობა რა არის, ღირსება რა არის. როგორებიც არიან, ისე მეტყველებენ“- განაცხადა ხუხაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები