კახა გოგოლაშვილი - რაღაც სამართლებრივი გამოსავალი უნდა მოინახოს, რადგან არ შეიძლება მესამე პრეზიდენტის დიდი ხნით ციხეში გაჩერება

საქართველოში აშშ-სა და ნატოს მაღალი დონის სამხედრო პირების ვიზიტების, რუსეთის დემარშსა და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ დილემაზე, რომელიც მესამე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას უკავშირდება, Front News-ს რონდელის სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობის ფონდის უფროსი მკვლევარი კახა გოგოლაშვილი ესაუბრა. 

- მიმდინარეობს მზადება ნატოს სამიტისთვის, განიხილება ახალი სტრატეგიული ხედვები, რომლისთვისაც საჭიროა გარკვეული დიპლომატიური ძალისხმევა, იმის გასარკვევად, თუ რამდენად შესრულებადია ეს ხედვები. მათ შორის ერთ-ერთია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაზრდა და მასში ნატოს მეტი მონაწილეობა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი უკავშირდებოდა სწორედ ამ საკითხს. ის მხოლოდ საქართველოში არ ჩამოსულა, მისი ვიზიტი შავის ზღვის სამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოში - საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში იმართება. 

- რაც შეეხება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს? 

- საქართველოს საკითხი ნატოს დეკლარაციაში ძალიან ხშირია. მრავალჯერ მოიხსენიება საქართველო სხვადასხვა კონტექსში. ალბათ, მომავალი სამიტის მზადებასთან დაკავშირებით მოხდება გასაუბრება სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან, შესაძლოა, აქ აკრედიტირებულ ნატოს წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან. 

- რაც შეეხებას რუსეთის განცხადებას, ბრიუსელსა და მოსკოვში დიპლომატიური მისიების მუშაობის შეჩერების შესახებ, რას მოასწავებს ეს?

- ბოლო ხანებში, როგორც ვხედავთ, ნატო მიმართავს უფრო ხისტ ზომებს რუსეთის მიმართ. ცნობილია, რომ რუსი დიპლომატების ნახევარი მაინც არის "გრუ"-ს და "ფსბ"-ს თანამშრომლები, გასაკვირი ამაში არაფერია. დიდი ხანია, ალბათ, დადგენილი ქონდათ ეს, თუმცა, რატომ გადაწყვიტეს ახლა მათი გაძევება, ეს კონტექსტიც იკითხებოდა რუსეთის განცხადებაში. რუსეთი ძალიან აგრესიულ კურსს მიმართავს ირგვლივ რეგიონში, უკვე ძალიან ინტენსიურად იყენებს  ჰიბრიდულ ომს აშშ-სა და ევროპის წინააღმდეგ, ალბათ, აქედან გამომდინარეც მოხდა დიპლომატების გამოძევება. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია განსხვავებულად აზროვნებს, ვიდრე ტრამპის, შეცვალეს პოლიტიკა და მიმართავენ უფრო ხისტ ზომებს. 

- ეს ხომ არ აისახება რუსეთის დამოკიდებულებაზე თუნდაც საქართველოსა და უკრაინის მიმართ? 

- შესაძლოა, რუსეთმა გააძლიეროს შანტაჟი საქართველოს მიმართულებით. უკრაინასთან ძალიან გახსნილია თემა და იქ შანტაჟისათვის ადგილი აღარ რჩება. რაც შეეხება საქართველოს, შანტაჟის შესაძლებლობები კიდევ არსებობს. ცოტა ხნის წინ განაცხადეს საზღრების დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ, ეს არის პროვოკაცია და ცინიკური განცხადება. როგორც კი საქართველოს დელიმიტაციას დაიწყებას, ეს იქნება ოკუპაციის აღიარება. ამის გარდა იქნება, ალბათ, სხვა შანტაჟიც რუსეთის მხრიდან. საქართველომ შიგნიდან უნდა გაიმაგროს თავი და როგორღაც მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია. დახლეჩილი და დაპირისპირებული საზოგადოების პირობებში, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის უფრო მოწყვლადი ხდება ეს ქვეყანა. 

- მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას,  რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს ამ პოლიტიკური  დილემიდან?

- მგონია, რომ არჩევნებამდე არაფერი გადაწყდება ამ საკითხთან მიმართებით. მიხეილ სააკაშვილმა არა მხოლოდ საკუთრი თავი ჩააყენა რთულ მდგომარეობაში, არამედ  საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება. როგორც ხედავთ, პრეზიდენტმა შეწყალებაზე უარი თქვა, რაღაც სამართლებრივი გამოსავალი უნდა მოინახოს, რადგან არ შეიძლება მესამე პრეზიდენტის დიდი ხნით ციხეში გაჩერება. 

- რატომ არ შეიძლება, რა საფრთხეებს ქმნის ეს?

- ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ ქვეყანაში  პრეზიდენტი ციხეში ზის, ეს ხდება განხეთქილების თემა ევროპარლამენტთან, შეერთებული შტატების მთავრობაასთან.  სააკაშვილი ისეთი პრეზიდენტი არ არის, რომ ცალსახად მოხდეს მისი დამნაშავედ გამოცხადება, მან გაატარა დემოკრატიული რეფორმები და ქვეყანა პროდასავლურ გზაზე დააყენა, ბევრი რამ ცუდიც ჩაიდინა, მაგრამ ასეთ ვითარებაში მთავრობა ცალსახად ვერ გაამართლებს სააკაშვილის დევნას, ამიტომ იქნება ყოველთვის გარკვეული გართულებები დემოკრატოულ სამყაროსთან. შესაძლოა, გამოსავლად მოიძებნოს მისი უკრაინაში ექსტრადირება, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა. ხელისუფლება  ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, რაც აჩვენებს, რომ ნერვიულობენ, გამოუვალ მდგომარეობაში გრძნობენ თავს და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რაც კიდევ უფრო ასხამს ცეცხლზე ნავთს.

- რამდენად ქმნის ეს ქვეყანაში დაპირისპირების რისკს? 

- დაპირისპირების რისკი დიდია, რადგან ვერავინ დაარწმუნებს ნახევარ მილიონზე მეტ ამომრჩეველს, რომ სააკაშვილი დამნაშავეა. მითუმეტეს, რომ საასამართლოს მიმართ ნდობა არ არსებობს საქართველოში. ამაში დამნაშავეა დღევანდელი მთავრობა, რადგან სრულიად შესაძლებელი იყო ამ ხნის განმავლობაში ისეთი სასამართლოს შექმნა, რომელსაც ნდობა ექნებოდა საზოგადოებაში, მაგრამ ეს არ მოინდომეს, ამიტომ თავადაც არ არიან უდანაშაულლოები. დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, ქრისტემ რომ უთხრა ხალხს, ვინც უცოდველია, მან ესროლოს პირველად ქვაო. თავადაც დამნაშავეები არიან, თუნდაც იმიტომ რომ არ შექმნეს მიუკერძოებელი სასამართლო. ამიტომ  სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით თავს ვერ გაიმართლებენ ვერ ხალხის და ვერც დასავლეთის წინაშე.  

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები