ჯუანშერ ბურჭულაძე - აშშ არის საქართველოს გვერდით, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ყველა გამოწვევას ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გამოწვევად

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.

მისი განცხადებით, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირის ჩვენს ქვეყანაში სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს პარტნიორობას.

"ეს არის გზავნილი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში, რომ ჩვენი პარტნიორობა არ შეწყვეტილა, პირიქით, არის ისეთი მჭიდრო, როგორიც არასდროს და მეორე, მთელი რეგიონისთვის ეს არის გზავნილი, რომ აშშ არის საქართველოს გვერდით, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ყველა გამოწვევას ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გამოწვევად“ - აღნიშნა მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას.

თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და აშშ-ს შორის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის დროს, გაფორმებული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, პრემიერ ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს შემუშავებული თავდაცვის უწყების განვითარების ათწლიანი გეგმის პრიორიტეტები პარტნიორებთან შეთანხმებულია.

"მე მქონდა სატელეფონო საუბარი, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვისაც ბატონი თავდაცვის მდივანი დანიშვნის შემდეგ ესაუბრა. ჩვენ ვიმსჯელეთ პრიორიტეტებზე, ჩამოვყალიბდით, რომ უკვე შეთანხმებული ვართ და გამოვეცით ეს დოკუმენტი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები