ყოფილი პოლიციელები საგანგებო მიმართვას ავრცელებენ

ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობასთან შეკრებილი ყოფილი პოლიციელები საგანგებო მიმართვას ავრცელებენ და სპეცოპერაციის შედეგად ყოფილი ძალოვანის ლექსო რაფავას დაკავების ფაქტს ეხმაურებიან. 

ყოფილი ძალოვნების განცხადებით, ისინი ხელისუფლების შავ სიაში მოხვდენ, რადგანაც არჩევნების პირველ ტურში მმართველ ძალას გაყალბების საშუალებას არ აძლევდნენ.   

"შეიჭრნენ ყოფილი პოლიციელის ლექსო რაფავას ოჯახში, ბავშვებისა და მეუღლის თვალწინ ავტომატური იარაღი და ხელყუმბარა დადეს ლეიბის ქვეშ. ხელისუფლება აგონიაშია, ეს ადამიანები ვინც აქ დგანან, მაქსიმალურად ხელს უშლიდნენ არჩევნების გაყალბებაში, ამიტომაც ეშინიათ და მიმართავენ ასეთ უმსგავსო მეთოდებს.

მივმართავ პოლიციის მუშაკებს და ვთხოვ მათ, აიმაღლონ ხმა. მათი კოლეგა იყო ლექსო და ვალდებულები არიან,  თქვან სიმართლე" , - განაცხადა პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა თენგიზ გუნავამ. 

პოლიციის მაიორი რუსლან შამახია კი, რომლის სახლში ჩხრეკა ჩატარდა და პოლიციამ კუთვნილი მისი იარაღი ამოიღო, აცხადებს,  რომ დაგეგმილი სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ და თვითონაც დაკავების მოლოდინშია.  

"ის ფაქტი, რაც მოხდა გამთენიისას, ჩვენთვის იყო ცნობილი, ვიცოდით, რომ ჩემთან უნდა მოსულიყვნენ და უნდა დავეჭირეთ პირადად მეც.  იყვნენ სახლში მისული ჩაატარეს ჩხრეკა.  სახლში არ დავხვდი, შესაძლებელია, სახლში რომ ვყოფილიყავი, ჩემთვისაც ჩაედოთ. მე მინდა ყველა იმ პოლიციელს მადლობა მოვუხადო, ვინც თბილისში იცოდა რაც უნდა მომხდარიყო და აქ არ წამოვიდნენ. მადლობა იმ პოლიციელებს, რომლებიც არ ასრულებენ უკანონო დავალებებს", - განაცხადა რუსლან შამახიამ. 

გამთენიისას ჩატარებული სპეცოპერაციისას შედეგად  ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა დააკავეს, ის იმერეთის სამხარეო პოლიციაშია გადაყვანილი. პოლიციის მაიორის  რუსლან შამახიას სახლში კი ჩხრეკა ჩაატარეს და მისი კუთვნილი იარაღი ამოიღეს.

უახლესი ამბები