კარლ ჰარცელი - ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხელი მოაწერეს წერილს, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპარლამენტის მუშაობაში

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ის ევროპარლამენტარები, ვინც მიხეილ სააკაშვილის სამართლიან სასამართლომდე გათავისუფლებაზე წერილს ხელი მოაწერა, ევროპარლამენტში საგარეო საკითხების გადაწყვეტაში დიდ როლს თამაშობენ.

"ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხელი მოაწერეს წერილს, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპარლამენტის მუშაობაში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და საქართველოსთან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.

კომენტარები, რომელსაც აკეთებენ ინდივიდუალური ევროპარლამენტარები, არის მათი გადაწყვეტილება და არ მინდა ამ თემაზე სპეკულირება.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, ევროკავშირის პოზიცია არის ის, რომ საქმე უნდა განიხილებოდეს კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, გამჭირვალედ. ასევე, მივყვებით ისეთი ინსტიტუციების რჩევას, როგორიცაა სახალხო დამცველი. ეს არის, ასეთ საკითხებთან დაკავშირებული ძირითადი ინსტიტუცია. უნდა იყოს დაცული მთავარი ფუნდამენტური უფლებები და შესაბამისი სამართლებრივი პროცესი იყოს სამართლიანი", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები