სასამართლოსთან ჟურნალისტებს 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწილეების ახლობლები დაუპირისპირდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5-6 ივლისის ძალადობის საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. ერთმანეთის პარალელურად 4 სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჯამში,  27 ბრალდებულის  რომლებსაც 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, აღკვეთის ღონისძიების გადახედვა იგეგმება.

პროცესების პარალელურად ხმაურია სასამართლოს ეზოში. იქ მომუშავე ჟურნალისტებს 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწილეების ახლობლები უპირისპირდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ. ადგილზე იმყოფებიან "ალტ ინფოს" დამფუძნებლებიც. მობილიზებულია პოლიცია. 

5-6 ივლისის, ადმინისტრაციული წესით 100-ზე მეტი პირის მიმართ იყო აღძრული საქმე, თუმცა ადმინისტრაციულ საქმეთა ნაწილი შეწყდა. 

5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების  შედეგად საერთო ჯამში 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი, ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები