ზვიად ძიძიგური - არ ვიცი რა ხდება ამ ქვეყანაში და საით მივექანებით

ღარიბაშვილის "ფეისბუქზე" გაკეთებული განცხადება, მგონი, რომ პირდაპირ ივანიშვილის ხელით არის დაწერილი, - ამის შესახებ "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. 

მისი თქმით არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. 

"ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკიდან წავიდა, მე არ მჯერა, ღარიბაშვილის ფეისბუკზე გაკეთებული განცხადება, მემგონი, რომ პირდაპირ ივანიშვილის ხელით არის დაწერილი, იმიტომ რომ  მისი სტილით არის შექმნილი თემა. თანაც ამ სააკაშვილზე მუდმივი ლაპარაკი პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ვფიქრობ... პოლიტპატიმრად გამოაცხადა ფაქტობრივად, ირაკლი ღარივაშვილმა მიხეილ სააკაშვილი თავის  განცხადებებით. როცა ამბობს, რომ თუ ჭკვიანად არ იქნება კიდევ დავუმატებთ მუხლებს, დავიჭირეთ, აბა რა გვექნა,  არ გაჩერდა ეს კაცი.. ასეთი ტიპის განცხადებებს როცა აკეთებს და მთელი დასავლეთი უყურებს ამ პროცესს, ფაქტია, რომ ამაზე ძლიერი მხარდაჭერა, რომ სააკაშვილი პოლიტდევნილად გამოაცხადონ, შეუძლებელია, რომ ვინმემ გააკეთოს, და ამას აკეთებენ "ქართული ოცნების" მმართველი პირები", - განაცხადა ძიძიგურმა.

მისი თქმით, სააკაშვილის ბრალეულობა მრავალ საქმეში იკვეთება, თუმცა როდესაც მთელი მსოფლიო ეძებს არის თუ არა სააკაშვილის საქმეში პოლიტიკური მოტივაცია, სახელისუფლებო პერსონების ასეთი განცხადებები "სააკაშვილის წისქვილზე წყლის დასხმაა". 

ამასთან, ძიძიგური "ქართული ოცნების" ლიდერების დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს. 

"არ ვიცი რა ხდება ამ ქვეყანაში და საით მივექანებით, ეს დონე პოლიტიკური განვითარების, პოლიტიკური ლექსიკის გაცილებით დაბალია, ვიდრე 90-იან წლებში იყო. ეროვნული მოძრაობის დროს, ან მაშინ  როდესაც პოლიტიკური დაპირისპირება იყო, ასეთი ტიპის იდიოტობებს არ აკეთებდა არცერთი მმართველი პოლიტიკური ძალა, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ დღეს", - განაცხადა ძიძიგურმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები