ეკატერინე ტიკარაძე - ამ ეტაპისთვის მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „საკმაოდ დამაკმაყოფილებელია“ და ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს.

"პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. თქვენ იცით, რომ მე ვეწინააღმდეგები პაციენტის ინფორმაციის გაცემას, ვინაიდან ეს ეთიკის ნორმებს არ შეესაბამება. მას აქვს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. ამ ეტაპისთვის ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს, თუმცა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა ის საჭირო ინსტრუმენტული კვლევა და მედიკამენტოზური დახმარება, რომელსაც პაციენტი ამ ეტაპისთვის საჭიროებს“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში 21-ე დღეა, შიმშილობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები