სასამართლომ 5-6 ივლისის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5-6 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული 27-ვე პირი პატიმრობაში დატოვა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარალელურად ოთხი სასამართლო განხილვა გაიმართა.  

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების  მოთხოვნა, რომელთა ნაწილი  ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას,  ნაწილის  კი მათ მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.

ბრალდების მხარის განცხადებით, ყველა დანაშაული დგინდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. 

პროცესზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა კი განაცხადა, რომ ერთ-ერთ ჟურნალისტს ფული გადაუხადეს, რათა მას თავდასხმის ისტორია შეეთხზა. 

დაკავებულების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.

საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები