"ევროპის უნივერსიტეტისა" და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

23 ოქტომბერს "ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის ინსტიტუტისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე "მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება)“ გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილე ქართველი და ფრანგი ექსპერტები საქართველოსა და საფრანგეთის მაგალითზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და ცვლილებებს განიხილავენ და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის ელჩის მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურის საკითხებში, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, მოსამართლე (გრენობლი) მარსელ კლაჯნბერგი, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი გრეგორი მარტინ დე ნეველი, UNICEF-ის წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და "ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორები - თათია დოლიძე და თამარ ლალიაშვილი.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ასევე, დაესწრებიან საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი დიეგო კოლასი და საელჩოს წარმომადგენლები - ლოლა ობერტინი, ნაილო ოლივიე და ნათია მსხალაძე.

აღსანიშნავია, რომ "ევროპის უნივერსიტეტსა" და საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა უნივერსიტეტისა და საელჩოს ერთობლივი, ესსეების, კონკურსი, თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი“, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-11- მე-12 კლასის მოსწავლეები, როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონიდან.

კონფერენცია "ქორთიარდ მარიოტში" 23 ოქტომბერს, 10:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები