"ევროპის უნივერსიტეტისა" და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის ინსტიტუტისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, 23 ოქტომბერს, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე "მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“ გაიმართა.

კონფერენცია "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა, ხოლო მოდერატორობას, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, მარიამ ბოჭორიშვილი უწევდა.

მონაწილე ქართველმა და ფრანგმა ექსპერტებმა საქართველოსა და საფრანგეთის მაგალითზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმები და ცვლილებები განიხილეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

კონფერენციაში საფრანგეთის ელჩის მრჩეველი, თანამშრომლობისა და კულტურის საკითხებში, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, მოსამართლე (გრენობლი) მარსელ კლაჯნბერგი, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი გრეგორი მარტინ დე ნეველი, UNICEF-ის წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები - თათია დოლიძე და თამარ ლალიაშვილი მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, ასევე, დაესწრნენ საელჩოს წარმომადგენლები - ლოლა ობერტინი, ნაილო ოლივიე და ნათია მსხალაძე.

აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტსა და საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა უნივერსიტეტისა და საელჩოს ერთობლივი, ესსეების, კონკურსი, თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი“, რომელშიც მე-11- მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონიდან.

კონფერენცია "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები