ნიკა გვარამია - არსებობს ყველაზე მაღალი რისკი, რაც ახლა ემუქრება სააკაშვილს, გულის გაჩერების რისკი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისმა უფლებადამცველებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც მესამე პრეზიდენტს ემუქრება და დეტალურად განმარტა, თუ რატომ არის დაუშვებელი საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში მოთავსება.

"დამამშვიდებელი, დამაიმედებელი განცხადებების გაკეთება უკვე შეუძლებელია. ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ დღეს მივმართოთ საზოგადოებას და ასევე საქართველოს ხელისუფლებას.

პირველი - ჩვენ ვხედავთ, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და კონსილიუმის მხრიდან, რომელიც იუსტიციის სამინისტროში შედგა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არ ყოფილა განხილვა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსილიუმის დასკვნას. ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ წარმოდგენს კონსილიუმის დასკვნითვე განსაზღვრულ C კატეგორიის შერეულ, მულტიფუნქციურ კლინიკას.

იქ არ არის არა მხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობა, არამედ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა ამ ტიპის კლინიკისთვის. მაგალითად, ველოდებით განმარტებას, თუმცა ვიცით, რომ არ არის ციხის კლინიკაში MRI, ე.წ. მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფი, კომპიუტერული ტომოგრაფი და დოპლერი, რაც პირადაპირ წერია კონსილიუმის დასკვნაში.

გარდა ამისა, არსებობს ყველაზე მაღალი რისკი, რაც ახლა ემუქრება სააკაშვილს, არის გულის გაჩერების რისკი, ამ კლინიკაში უნდა იყოს კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე. კერძოდ, ინტერვენციული კარდიოლოგია, ანგიოკარდიოლოგიური ლაბორატორია, ენდოკარდიული პეისმეიკერის იმპლანტი, იმპლანტაციის შესაძლებლობა და კათეტერარული აბლაცია, სტენოკარდიოლი და თრმობოზული გართულებების მართვა - ეს ამ კლინიკაში არის შეუძლებელი.

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პროფილის ექიმები არიან ციხის საავადმყოფოში, ეს არ იძლევა საშუალებას, რომ სხვადასხვა პროფილის მომსახურება გაკეთდეს სრულფასოვნად. მრავალპროფილურ კლინიკაში არის ყველა შესაბამისი განყოფილება ყველა შესაბამისი აღჭურვილობით და სააკაშვილის პრობლემები ძალიან დიდ სპექტრს ფარავს სამედიცინო მომსახურებების საჭიროებებისა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სპეციალისტი კარდიოლოგი არის ციხის საავადმყოფოში, კარდიოლოგიური განყოფილება იქ არ არის. ასევე, იქ არ არის მომსახურება მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით და ასე შემდეგ.

შესაბამისად, კლინიკა, რომელშიც მოთავსება მიხეილ სააკაშვილი, უნდა იყოს მრავალპროფილური, შერეული კლინიკა. ასეთს არ წარმოდგენს ციხის საავადმყოფო", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები