ნიკა გვარამია - ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა დაუშვებელია, უსაფრთხოებაა - ამის შესახებ მისმა ადვოკატებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. 

"ჩვენი ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირდაპირ უსაფრთხოების პრობლემების შემცველი და ეს პრობლემები იქნება იმიტირებული ჩვენი ინფორმაციით, ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების მიერ. იქნება ე.წ. იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით, ესეთი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, მისი ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში უკვე "შეყვანილია რამდენიმე სპეცდანიშნულების პატიმარი, რომელიც ამაზე იზრუნებს".

ნიკა გვარამია მიმართავს სახალხო დამცველს, პროცესში ჩაერთოს და მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის საქმეს მონიტორინგი გაუწიოს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები