ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი არ იქნება პრივილეგირებული, ის არის მატყუარა კაცი, სიმულიანტობს

სააკაშვილის ეს მასკარადი და თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება. ხალხი დაიღალა, სირცხვილია უბრალოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება პრივილეგირებული პატიმარი.

"როცა პრეზიდენტი იყო, მას ეგონა, რომ კანონზე მაღლა იდგა. ამიტომ ჩაგრავდა მოსახლეობას, ართმევდა ადამიანებს ბიზნესს, სახლებს, აწამებდა და აუპატიურებდა ხალხს მისი პარტია და მისი ჯალათები. ახლა ჩამოვიდა თავისი უგუნური, მოკლე ჭკუით და გაუთვლელი ნაბიჯებით და ჩაჯდა ციხეში და დიდხანს იჯდება თქვენი ბელადი ციხეში.

სააკაშვილი არ იქნება პრივილეგირებული. ის არის მატყუარა კაცი, სიმულიანტობს, ატყუებს და შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოებას. თუ ადამიანი თავისი ნებით შიმშილობს, ის დაემორჩილება ციხის ადმინისტრაციის წესებს და პროტოკოლს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები