შალვა შავგულიძე - დახვრეტა ხომ გაუქმებულია და მიხეილ სააკაშვილს სიკვდილი ხომ არ აქვს მისჯილი?! მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს

დახვრეტა ხომ გაუქმებულია და მიხეილ სააკაშვილს სიკვდილი ხომ არ აქვს მისჯილი?! რადგან ასეა,  მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იურისტმა შალვა შავგულიძემ Front News-ს განუცხადა.

რუსთავის ციხეში მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისა და სხვა საკითხებზე დეპუტატი Front News-ს ესაუბრა. 

- რამდენად საფუძვლიანია მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სამოქალაქო კლინიკაში და არა ციხის საავადმყოფოში?

- ასეთ საკითხში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ექიმების პოზიციიდან გამომდინარე. როგორც მოვისმინე, კონსილიუმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის საჭიროებს სპეციალიზირებულ, მულტიფუნციურ კლინიკაში გადაყვანას, რა მოთხოვნებს,  მათივე შეფასებით,  სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს უპირობოდ გაყვანა იმ კლინიკაში, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო მკურნალობას პატიმრობის ჯანმრთელობიდან გამომდინარე. ეს არის ორჯერ ორი ოთხი, აქ სხვა რამეზე ფიქრიც არ შეიძლება, ასეთ საკითხებში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას ექიმთა პოზიციიდან გამომდინარე. - რამდენად არსებობს უსაფრთხოების რისკი ციხის დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში?

- იქ არის გარკვეული რისკები, რომ მოხდეს შეურაცხყოფა,  ზეწოლა, ან სხვა უფრო სერიოზული საფრთხეები. ეს კიდევ დამატებითი პროვბლემაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ესეც რომ არ არსებობდეს, ექიმთა პოზიცია რაც არის, იმის გადაკეთება, - მე მოვისმინე იუსტიციის მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებები, ასეთი რამ არც უნდა იკადრონ.  

-იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ კონსილიუმის რეკომენდაციაში არის არის კონკრეტულად მითითებული სამოქალაქო დაწესებულება, არამედ საუბარია მულტიფუნქციურ კლინიკაზე და აღნიშნავს, რომ ციხის კლინიკაში ყველაფერია, რაც საჭიროა.

- იქ იყო სამედიცინო ენით ის კლინიკა მოთხოვნილი, ეს არის მულტიფუნქციური კლინიკა, რომელიც უნდა იყოს აღჭურვილი გარკვეული აპარატურით. სახალხო დამცველის განცხადებაშიც იყო აღნიშნული, რომ ციხის საავადმყოფო ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, თუ ეს ასეა, იმის თქმა, რომ არაუშავს, იყოს, ეს არ შეიძლება.  

- რამდენად საფუძვლიანია შიში, რომლის შესახებაც განცხადება გუშინ  პრემიერმა გააკეთა, რომ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკიდან გაიყვანდნენ და "გაათავისუფლებდნენ"?

- ეს არ არის სერიოზული განცხადება, რას ქვია დაწესებულებიდან შეიძლება მომხდარიყო გაყვანა? თუ სახელმწიფოს პატიმრის  სათანადო რეჟიმში შენარჩუნების უნარი არ აქვს, მაშინ ციხიდანაც შეიძლება მოხდეს ასე "გაყვანა". უამრავი შემთხვევები ყოფილა ისეთი, როდესაც პატიმარს მკურნალობა ჭირდებოდა  და ის გაყავდათ სამოქალაქო დაწესებულებაში. გამახსენდა სულხან მოლაშვილის შემთხვევა, მაშინ წინა ხელისუფლება იყო, რომელსაც თავად სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, მაშინაც იყო ასეთი არასწორი მიდგომები. მოლაშვილს აღმოაჩნდა C ჰეპატიტი, ის საჭიროებდა მკურნალობას ისეთ კლინიკაში, რასაც ვერ აკმაყოფილებდა სასჯელაღსრულების სისტემა. მაშინაც დიდი წინააღმდეგობა გასწია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. დაცვის მხარემ მივმართეთ ევროპის სასამართლოს, დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთოვნით. შემდეგ ევროპის სასამართლომ დაავალდებულა ხელისუფლება,  გაყვანა მომხდარიყო სამოქალაქო კლინიკაში და თვეზე მეტი სპეციალიზირებულ კლინიკაში მას უტარდებოდა სათანადო მკურნალობა. ეს არის ევროპული და ცივილიზებული სტანდარტი. ეს ისეთი საკითხია, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა აკისრია სახელმწიფოს.  

- რაც შეეხება სასამართლო პროცესის ჩანიშვნის საკითხსს, რამდენად სწორია, რომ მიუხედავად მისთვის ახალი ბრალის წარდგენისა, ამ დრომდე არ ჩანიშნულა სასამართლო პროცესი?

- მე უფრო მეტ სიღრმეებში არ წავალ და ვიტყვი, რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს - სასამართლო განხილვა უნდა ჩაინიშნოს. არ შეიძლება სასამართლო ხელმძღანელობდეს პოლიტიკური დაკვეთით. ძალიან ცუდია, რომ 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც კანონით  იხელმძღანელებდა და არა ხელისუფლებაში მყოფი ძალისა და პერსონების სურვილებით. ეს უნდა შეიცვალოს, ეს უნდა გამოსწორდეს, თორემ ეს დღეს ეხება მიხეილ სააკაშვილს, გუშინ ეხებოდა სხვებს და ხვალ შეეხება ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. თუ ასე გავაგრძელებთ,  ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. უნდა დავფიქრდეთ რა დღეში ვართ, 30 წელია, ვართ დამოუკიდებლები და არჩევნები ვერ ჩავატარეთ ისე, რომ სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადადიოდეს, დამარცხებული ხელისუფლება ციხეში არ მიდიოდეს და გამარჯვებული უარესს არ აკეთებდეს... ნორმალური სახელისუფლებო ცვლის რაღაც ნიშნები გაჩნდა ცოტა ხნის წინ  და როგორღაც უნდა შევეცადოთ,  ეს შევინარჩუნოთ. დღეს მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე თვალსაჩინო ხდება ქვეყნის მდგომარეობა. დახვრეტა ხომ გაუქმებულია,  ამ ადამიანს სიკვდილი ხომ არ აქვს მისჯილი? რადგან არ აქვს, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. თუ გვინდა,  რომ რუსეთს ან ისეთ სახელმწიფოებს არ დავემსგავსოთ, სადაც  ადამიანებს პირდაპირ ციხეში კლავენ? ამ შემთხვევაში სააკაშვილი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა იმ უფლებით, რა სტანდარტსაც ითხოვს ევროპის საბჭოს წევრობა მაინც, რომელიც უკვე გვაქვს და დიდი ხანია ევროპის სასამართლოს ქვემდებარე ქვეყანა ვართ. 

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები