მამუკა მდინარაძე - 27 ოქტომბერს აქციის მონაწილეთა შეკრება 15:00 საათიდან დაიწყება

27 ოქტომბერს აქციის მონაწილეთა შეკრება 15:00 საათიდან დაიწყება, აქციის მთავარი სლოგანი იქნება, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მამუკა მდინარაძის თქმით,  ეს იქნება აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საზოგადოების არჩევანია სიკეთე და ევროპული მომავალი.

"ქართული საზოგადოება ყოველთვის იტყვის თავის სათქმელს.  ეს კიდევ ერთხელ მოხდება 27 ოქტომბერს, სადაც ჩვენ 15 საათიდან დავიწყებთ შეკრებას და 17:00 საათზე იქნება აქცია, რომელიც ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ხმამაღლა დააფიქსირებს. აქციის მთავარი სლოგანი იქნება, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე. 2 ოქტომბრის არჩევნებს სჭირდება გამარჯვებით დასრულება, რომელიც სულ რამდენიმე დღეში მოხდება. ესაა აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საზოგადოების არჩევანია სიკეთე, მომავალი, მათ შორის ევროპული მომავალი და ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს ბოროტება, რევანში, წარსული, ტყუილი. შეუძლებელია, ტყუილმა სიმართლეზე გაიმარჯვოს. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ბოროტებას, წარსულს და გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები