იმერეთის რეგიონში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს

იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში მოსახლეობის ვაქცინაცია ამჯერად იმერეთის რეგიონში მიმდინარეობს.

მარათონის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილი მოძრავი ამბულატორია სოფლის მოსახლეობის აცრის პროცესში აქტიურად მონაწილეობს. მათ, ვისაც ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლა არ შეუძლია, სახლში ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ.

მოქალაქის ბინაზე აცრის პროცესს დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მისი პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დაესწრნენ.

პროექტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ინიციატივით ხორციელდება.

მარათონში მონაწილეობენ სოფლის ექიმები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული  მხარეები.

ვაქცინაციის მარათონში 49 სოფელია ჩართული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები