ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციის სავალდებულობა რთული გადაწყვეტილებაა, მე ვემხრობი, როგორც ერთი ექიმი

სავალდებულობა რთული გადაწყვეტილებაა, ეს არ არის მარტივი, მე ვემხრობი, როგორც ამირან გამყრელიძე, როგორც ერთი ექიმი, - ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  სავალდებულო ვაქცინაციასთან  დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს ე.წ. მწვანე ბარათებთან დაკავშირებული დამუშავებული პაკეტი წარუდგინა.  

"დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს წარადგინა დამუშავებული პაკეტი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში, რომელსაც სამდივნო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს. ეს არის სრული პაკეტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან მიმართებით, ვნახოთ,  გადაწყვეტილებები უნდა იყოს, იმიტომ რომ გვჭირდება. მე ჩემს გამოსვლებში აღვნიშნე, დიახ, სავალდებულობა რთული გადაწყვეტილებაა, ეს არ არის მარტივი, მე ეს გუშინ და გუშინწინ კი არ მითქვამს, მე ვემხრობი, როგორც ამირან გამყრელიძე, როგორც ერთი ექიმი", - განაცხადა გამყრელიძემ. 

კითხვაზე, ვინ არის მისი მთავარი ოპონენტი და არის თუ არა ის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ შიდა საკითხებს გარეთ არ გამოიტანს. 

ამავე დროს ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ  პანდემიიდან გამოსავალი იმუნიზაციაა, თუმცა მისი ტემპები ქვეყანაში სულ უფრო იკლებს. 

გამყრელიძეს თქმით, ასეთ შემთხვევაში ორთვიანი ტალღები და ჩაკეტვები კვლავ გვექნება. 

"ჩვენ თუ იმუნიზაციის პროცესი ვერ ავწიეთ, სამწუხაროდ, ეს ორთვიანი ციკლები ამ ტალღების გვექნება, ხოლმე და სამწუხაროდ, გვექნება დამაზიანებელი ეფექტი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები