კობა ნაყოფია - ყველა ფანჯარა დაბურეს, შეღებეს, ჩაკეტეს, მასთან მიმსვლელს წერილსაც კი არ ატანენ

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის კობა ნაყოფიას განცხადებით, სატელეფონო ზარების აკრძალვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მნახველს წერილს აღარ გაატანენ. 

როგორც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნაყოფიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილისგან წერილის მიღების საშუალება იქნება ფოსტა, ან ადვოკატი.

"მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს სატელეფონო ზარები, ანუ მისი ხმის ეშინიათ. ყველა ფანჯარა დაბურეს, შეღებეს, ჩაკეტეს ისე, რომ გარედან კამერამ ვერ დააფიქსიროს. ერთ დღეში ჩაატარეს რემონტი.

დღევანდელი ამბავია ის, რომ მასთან მიმსვლელს წერილსაც კი არ ატანენ. როცა შევდიოდი, გამაფრთხილეს, რომ წერილის გამოტანა არ შეიძლება და ეს შეიძლება, გაიგზავნოს მხოლოდ ფოსტით. ერთადერთი შესაძლებლობა, რომ მივიღოთ მისგან წერილები, იქნება ფოსტა, ან ადვოკატი", - განაცხადა ნაყოფიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები