"ქართული ოცნება" თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამართავს

დღეს თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება გაიმართება.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეიკრიბება ათეულობით ათასი მოქალაქე იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ აჩვენოს, როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად.

"27 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება ჩვენი პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება. ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.

2 ოქტომბერს ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩევლის 47 პროცენტმა, პრაქტიკულად ყოველმა მეორე ამომრჩეველმა, რაც გვაძლევს ახალ სტიმულს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას, შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის.

ეს გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს გელოდებით თავისუფლების მოედანზე“, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.
აქცია 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი, თუმცა მონაწილეები შეკრებას 15:00 საათიდან დაიწყებენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები