ლუდმილა დენისოვა - მოვამზადებთ ანგარიშს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ასევე მოვითხოვ შეხვედრას პრეზიდენტ ზელენსკისთან

მოვამზადებთ ანგარიშს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რომელსაც უკრაინაში აკრედიტებულ ელჩებსა და ევროპარლამენტარებს გადავცემთ, ასევე შეხვედრას მოვითხოვ პრეზიდენტ ზელენსკისთან, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ  განაცხადა, რომელმაც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც ლუდმილა დენისოვამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს  განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით თავის ქართველ კოლეგას შეხვდება.

"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს კონსილიუმისა და ომბუდსმენის რეკომენდაცია და მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს, მითუმეტეს, რომ  არსებობს ამის პრეცედენტები.

მოვამზადებთ ანგარიშს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რომელსაც უკრაინაში აკრედიტებულ ელჩებსა და ევროპარლამენტარებს გადასვცემ,  შეხვედრას მოვითხოვ ასევე პრეზიდენტ ზელენსკისთან", - განაცხადა დენისოვამ. 

მისივე თქმით, ციხის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაცია საფრთხისშემცველია მესამე პრეზიდენტისთვის. 

უკრაინის სახალხო დამცველი ასევე შეხვდება მიხეილ სააკაშვილის  ქართველ ადვოკატებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები