ნინო ლომჯარია - მსგავსი ფაქტები კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უკრაინის სახალხო დამცველის, უკრაინელი ჟურნალისტის და კიდევ რამდენიმე მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლის დროს შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს სახალხო დამცველი ღრმად შეშფოთებულია მისი კოლეგის, უფლებადამცველის და მეგობარი სახელმწიფოს ოფიციალური პირისთვის საქართველოში შემოსვლის დროს შექმნილი დაბრკოლების ფაქტით. მსგავსი ფაქტები კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას.

ლუდმილა დენისოვას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მიზნით მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მიაწოდა სრული ინფორმაცია მისი ვინაობის და მგზავრობის მიზნის შესახებ, აგრეთვე წარადგინა დიპლომატიური სამგზავრო დოკუმენტი, იგი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში დააყოვნეს საზღვარზე და მხოლოდ გარკვეული ზარების განხორციელების შემდეგ შემოუშვეს. უკრაინის ომბუდსმენი ასევე მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არაკეთილგანწყობილ და ცინიკურ დამოკიდებულებაზე.

მედიაში აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია არაერთი უცხოელი პირის, მათ შორის უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, ჟურნალისტი დიმიტრი გორდონის და ამავე ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევებთან დაკავშირებით. ორივე მათგანი აღნიშნავს, რომ მათთვის არ განუმარტავთ უარის თქმის მიზეზები. საქართველოს სახალხო დამცველი გეგმავს ხსენებული შემთხვევების შესწავლას და უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირებას“, – აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები