გიორგი გახარია - "ოცნებამ" არ იცის როგორ მართოს ეს ქვეყანა და "ნაცები" ჩასაფრებულები არიან როდის ამოაყირავონ ქვეყანა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სამეგრელოში იმყოფება და მხარდამჭერებს ხვდება. 

"ყველა  ქართველი  მიხვდება ახლა რაც ხდება - რაღაც ცირკში გვაცხოვრებენ. ჯერ  ერთი გამოვარდა რაღაც აქცია მოაწყო, მერე მეორე გამოვარდა რაღაც აქცია მოაწყო. ქვეყანა მიდის იქეთ, რომ საბოლოო ჯამში  გვაიძულებენ არჩევანი არ გვქონდეს და 2 ცუდიდან 1 ავირჩიოთ. 

გული ძალიან  მტკივა ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ თუ გვინდა აი, ამ ბავშვებისთვის მომავალი შევქმნათ - სიმართლე უნდა ვთქვათ და სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ოცნებამ არ იცის რა გააკეთოს და როგორ მართოს ეს ქვეყანა და ნაცები ჩასაფრებულები არიან და მომენტს ეძებენ როდის ამოაყირავონ ეს ქვეყანა. ჩვენი პასუხისმგებლობა ეს არის - არც ერთს და არც მეორეს ამის საშუალება არ უნდა მივცეთ - და ჩვენ ეს შეგვიძლია!“ - განაცხადა გახარიამ მარტვილში.   

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ  ახალმა პარტიამ შექმნიდან სულ რაღაც  3 თვის მანძილზე მოახერხა ადგილობრივ ხელისუფლებაში არსებითი ბერკეტების მოპოვება. 

"ვიღაც იფიქრებს, რომ 8%, 9%, ზოგან 20% - ცოტაა. ერთი პარტიაა და  30 წელია იქმნება, მეორე პარტიაა და 12 წელია იქმნება და ჩვენ 3 თვეა, რაც ერთად მუშაობა დავიწყეთ და შედეგი, უკვე რაც გვაქვს,  იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ერთსაც და მეორესაც უბრალოდ ეშინოდეს ჩვენი. თუმცა ჩვენი მიზანი არ არის ვიღაცას ჩვენი ეშინოდეს, მიზანია ყველამ ერთად შევძლოთ  ქვეყნის მომავლის დაგეგმვა“, - აცხადებს გახარია. 

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ დღეს ქვეყნის მართვაში პრობლემებია და მოსახლეობის საჭირბოროტო საკითხების გადაჭრაზე პასუხისმგებელი პირები არ ჩანან. 

"რომელიმე თქვენგანმა იცის მაგალითად მეორე ტურების შემდეგ ქვეყანაში რა მოხდება? თბილისში ვინ გამოვარდება, ვის მოუნდება  კიდევ ერთი 100-ათასიანი მიტინგის მოწყობა, ვის გული წაუვა, სად არის სახელმწიფო საერთოდ და ვინ არიან ადამიანები, რომლებიც იმის მიღმა, რომ აქციებზე დადიან და სისულელეებს გვიყვებიან - ფიქრობენ სამუშაო ადგილებზე, პენსიაზე, ჯანმრთელობაზე, ბავშვების განათლებაზე, ქვეყნის დაცვაზე, ოკუპაციაზე, იმაზე, რომ მომავალ წელს ფაროსანა იქნება- არ იქნება  - სად არის ეს ხალხი საერთოდ!  ეს ხალხი არ ჩანს. ვინ ფიქრობს, კოვიდს რა უნდა ვუყოთ, როგორ მოვერიოთ, 1 წელი გავიდა, 2 წელი გავიდა, 3 წელი...  ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ, პასუხისმგებლობა ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავიღოთ და უნდა შევთანხმდეთ - რომ  სახელმწიფო  და ქვეყანა არის ყველაზე მთავარი და სხვა ყველაფერი არის მეორე, მესამე, მეოთხე ხარისხოვანი, თუ გვინდა, რომ აი ამ ბავშვებს ნორმალური ქვეყანა დავუტოვოთ. ნორმალური ქვეყანა მარტივი რამეა - კარგი სოციალური დაცვა  ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისთვის - ადამიანებისთვის, რომლებიც ათწლეულებია ამ ქვეყანას  ემსახურებოდნენ, კარგი განათლება ბავშვებისთვის, კარგი გზა, კარგი სკოლა, კარგი საბავშვო ბაღი, კარგი საავადმყოფო და ვისაც ჯანი გვაქვს - ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ნეპოტიზმი და კორუფცია კი არა  - თანაბარი პირობები, რომ ნორმალურად იშრომოს, ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი. 

სანამ არ ვიპოვით კავშირს  იმ ეროვნულ მოძრაობასთან, რომელიც  მაშინ დავკარგეთ, არაფერი არ გამოგვივა. ამიტომ, ეს კავშირი უნდა ვეძებოთ ყველამ ერთად და  ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პარტია არ არის მთავარი - სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტებია მთავარი", - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები