დიმიტრი გორდონი - ​მრცხვენია იმ უმადური ქართველების გამო, რომლებიც ვერ ხედავენ, რა გააკეთა სააკაშვილმა ქვეყნისთვის

უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება უსამართლობაა. 

როგორც მან "მთავარ არხთან" ინტერვიუში აღნიშნა, სირცხვილია, რომ საქართველოში მოქალაქეების ნაწილი ვერ ხედავს იმ ყველაფერს, რაც მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნისთვის გააკეთა.

"ვთვლი, რომ უსამართლობა სააკაშვილის დაპატიმრება, პრეზიდენტის, რომელმაც ამდენი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და სიღარიბესა და კრიმინალში ჩაფლული ქვეყანა სამაგალითოდ აქცია. მინდა რომ მალე გათავისუფლდეს, რომ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს.

მე გამაბრაზა არა იმან, რომ არ შემიშვეს საქართველოში, არამედ გავბრაზდი იმ ადამიანების გამო, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება თავდახრილებმა შემატყობინეს და თვალს ვერ მისწორებდნენ, რადგან ეს მათთვისაც უხერხული იყო. მე მრცხვენია საქართველოს ხელისუფლების საქციელის გამო, იმ უმადური ქართველების გამო, რომლებიც ვერ ხედავენ, რა გააკეთა სააკაშვილმა ქვეყნისთვის. იმედი მაქვს, სიკეთე ამჯერადაც გაიმარჯვებს. მე კი კიდევ ჩამოვალ საქართველოში და სააკაშვილი, რომელიც გამორჩეული პრეზიდენტი და რეფორმატორია, თავისუფალი იქნება", - განაცხადა დიმიტრი გორდონმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები