გიორგი გახარია - ჩვენ როდესაც გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე ხმას არც ერთს არ მივცემ

ჩვენ როდესაც გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე ხმას არც ერთს არ მივცემ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.

"დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები. საერთოდ ჩვენ, ყველანი თუ არ დავფიქრდით არჩევნებში, პირველ რიგში, ფულის როლზე, თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის როლზე და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, შეიძლება, არჩევნებმა საერთოდ აზრი დაკარგოს“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, დღეს მან მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და ხმა მისცა საქართველოსთვის.

"რაც შეხება მეორე ტურს, მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა მომეხადა. მოვიხადე და ხმა მივეცი საქართველოსთვის. საქართველოსთვის იმიტომ, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა, რომელსაც პირველ და მეორე ტურში მონაწილეობისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. მოგეხსენებათ, პარტია „საქართველოსთვის“ დღეს 11 მაჟორიტარს აქვს საარჩევნო დღე და ერთ მერობის კანდიდატს. დღესაც მინდა, თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადავუხადო.

როდესაც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს არჩევანს გვართმევენ, როდესაც ორი პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია, ვიდრე თვითონ და საერთოდ გვაიძულებენ, რომ არჩევანი გავაკეთოთ ცუდსა და ცუდს შორის, რა თქმა უნდა, ხმას ვაძლევ საქართველოსთვის. საქართველოსთვის ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩვენ გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, უფრო უარესი კი არა, ორ ცუდს შორის ერთი, რა თქმა უნდა, მე არც ერთს ხმას არ მივცემ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები