არჩევნების მეორე ტურში 1 024 406-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

თვითმმართველობის მეორე ტურში ამომრჩევლის აქტივობა 49,9%-ია, საარჩევნო პროცესში  მონაწილეობა 1 024 406-მა ამომრჩეველმა მიიღო - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქ აქტივობამ 47,7% შეადგინა, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 478 642 ამომრჩეველმა მიიღო.

ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ რაჭა-ლეჩხუმშია - 59,9%, ხოლო ყველაზე დაბალი -  კვლავ მცხეთა-მთიანეთშია - 43,2%.

ნათია იოსელიანის თქმით, ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა აღნიშნული არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტის საფუძველი.

"მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის და კენჭისყრის პროცესში კოვიდრეგულაციების დაცვისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრსა და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ ახლა იწყება განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო - ხმის დათვლის ეტაპი. მინდა მოვუწოდო ყველა დონის საარჩევნო კომისიას, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები. საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად, 20:00 საათზე დაიხურა და ახლა უკვე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge“, - განაცხადა იოსელიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები