ეკა ბესელია - ასეთი არჩევნები არსად ტარდება უკვე, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი

ასეთი არჩევნები არსად ტარდება უკვე, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი  პოლიტიკოსი და იურისტი ეკა ბესელია გუშინ ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს. 

მისი თქმით, ხელისუფლება ვერ ეგუება თუნდაც მინიმალურ დონეზე ძალაუფლების გაყოფას. 

"პოლიტიკური სიხარბე ზუსტად შეესაბამება იმას, რასაც ჩადის ახლა "ქართული ოცნება", იმდენად შორს წავიდა, რომ უბრალოდ, ვერ წარმოუდგენია, მინიმალურ დონეზე ძალაუფლების გაყოფა.  ჩვენ ვნახეთ საბჭოური და ახლა დარჩა, ალბათ, რუსეთი, სადაც ტარდება ასეთი არჩევნები. ტარდებოდა ასევე იმ ავადსახსენებელ წლებში, რომელსაც ასე ეზომებიან. ასეთი არჩევნები არსად ტარდება უკვე, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ხმების დაცვა, როგორც უბნებზე არსებული კანონდარღვევების გამოვლენით, ასევე აქციებით. 

"პირველი - ყველა იმ უბანზე, სადაც არჩევნები ჩატარდა, ყველა მტკიცებულება გაყალბების, ფალსიფიკაციის, მათ შორის ბათილი ბიულეტენები იყოს ამოღებული, როგორც მტკიცებულება. თუ ამას ყველაფერს დაალაგებს ყველა ის წევრი და წარმომადგენელი, ვინც ესწრებოდა არჩევნებს, ძალიან იოლად დაამტკიცდება, რომ ერთ და ორ პროცენტიანი განსხვავება აბსოლუტურად იშლება, როგორც კი ამ ბათილ ბიულეტენებს დავხედავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის სასარგებლო ხმები იქნება იმ ბათილ ბიულეტენებში. მეორე გზაა, ესაა აქციები, ბრძოლა ხმების დასაცავად", - განაცხადა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში. 

პოლიტიკოსის განმარტებით, ის დღევანდელ აქციას რუსთაველზე სავარაუდოდ, ვერ შეურთდება,  თუმცა იქნება ამ ბრძოლის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები