მამუკა ხაზარაძე - მე ვტოვებ პარლამენტს, იმიტომ რომ ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა

ეს არის მანდატი, მე ვტოვებ პარლამენტს, იმიტომ რომ ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციის მიტინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია იმ ადამიანებთან ეკონომიკაზე ისაუბრო, ვინც ზურგში დანას გირტყამს და ხმას გართმევს. 

"ჩვენი ქვეყანა ჩვენ უნდა ვიხსნათ სიღატაკისგან, მაგრამ როცა ხმას გპარავენ, ვერც ეკონომიკაზე ვერ ილაპარაკებ, ვერ ილაპარაკებ ვერც რეფორმაზე და ვერც ნათელ მომავალზე. ამიტომ 21-ე საუკუნეში, სამწუხაროდ, ისევ გვიწევს ელემენტარული ჭეშმარიტებისათვის ბრძოლა, ხმის დაცვა, ჩვენ ამ ხმას დავიცავთ თბილისში, დავიცავთ ბათუმში, ქუთაისში და ყველა დანარჩენ ქალაქში, სადაც წაგვართვეს ხმები. ეს იქნება უკომპრომისო ბრძოლა, კანონიერი კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ ამ ხელისუფლებას ვაჩვენებთ, რომ დათმობა არ იქნება. 

მე პოლიტიკაში მოვედი 2 წლის წინ, 2 წლის განმავლობაში არ დამთვრებულა ჩემზე პირადი შეურაცხყოფა, ათასი იარლიყის მოწეპება, მაგრამ მივიწევ წინ. ეს ჩემზე არ მოქმედებს, არ მოვსულვარ მე პოლიტიკაში იმისთვის, რომ ან სკამი მდომებოდა, ან რაღაცა. ჩემი გამოცდილება, რომელიც მე ამ შენობაში მივიღე, მეუბნება,  რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან  საქმის კეთებას, რომელიც ზურგში დანას გირტყამს და ხმას გართმევს, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, ეს არის მანდატი, მე ვტოვებ პარლამენტს, ვტოვებ იმიტომ, რომ თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა, თავისუფალი საქართველოსთვის, გავაგრძელო ბრძოლა ჩვენი შვილებისთვის", - განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები