თამარ კორძაია - ჩვენი წარმომადგენლები უბნების შემთხვევით გადათვლის და შერჩევით გადათვლას გამოეთიშებიან

დღეიდან, ჩვენი წარმომადგენლები უბნების შემთხვევით გადათვლის და შერჩევით გადათვლას გამოეთიშებიან - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესში მონაწილეობამ აზრი დაკარგა, რადგან არ ითვალისწინებენ არცერთ შენიშვნას თუ მოსაზრებას.  

"საქართველოს მასშტაბით ჯერ კიდევ არ არის ატვირთული სამასამდე ვიდეო, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, გამოქვეყნებული არაა 106 უბნის ამსახველი ვიდეო კადრები. მნიშვნელოვანია, რომ უბანზე დამკვირვებლები და კომისიის წევრები აცხადებდნენ, რომ ყველგან მიმდინარეობდა ჩაწერა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 109 უბანზე ვიდეოები არაა ჩაწერილი, ან ცუდი ხარისხითაა ჩაწერილი. შესაბამისად, კონტროლის ეს მექანიზმი ვერ და არ არის გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან და საზოგაოდებას აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ უბნებზე მდგომარეობა შეცვლილია და ხელისუფლება ამას მანიპულაციისთვის იყენებს", - განაცხადა თამარ კორძაიამ. 

მისივე თქმით, ოპოზიცია ვააგრძელებს გასაჩივრებას და მათ მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები